2005-წლამდელებში ”შუქურამ” ”ტორპედოც” დაამარცხა

Written by იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური on .

ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) VI ტურის სამივე გამოტოვებული მატჩი გაიმართა:

"იმერეთი" (ხონი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 0:0
"ხვამლი" (ცაგერი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 1:0 (1:0)
"ტორპედო" (ქუთაისი) - "შუქურა" (ქობულეთი) 0:4 (0:2)

ხონში გამართული იმერული დერბი უგოლოდ დასრულდა. მხოლოდ ერთი გოლი გავიდა ცაგერში, სადაც "ხვამლმა" ზესტაფონელებს ლუკა ნემსიწვერიძის (9) გოლით მოუგო.

ქობულეთის "შუქურას" შემადგენლობაში მოთამაშე გურამ ჯაფარიძის კიდევ ერთი ბენეფისი შედგა, ამჯერად ქუთაისში, ადგილობრივ "ტორპედოსთან" პაექრობისას. ზღვისპირელთა კაპიტანმა ორი გოლი თავად გაიტანა (26, 40), ორი კიდევ თანაგუნდელებს - ლუკა ჩაგანავასა (6) და ლუკა მოწყობილს (37) გაატანინა.

ხვალ, ამ გათამაშებაში კიდევ ერთი გამოტოვებული მატჩი შედგება. ხონის "იმერეთი" 11:00 საათიდან "სამტრედიას" უმასპინძლებს.

დაბეჭდვა