ახალგაზრდა ტორპედოელებმა „დასავლეთის თასი 2017“-ს გათამაშება მოგებით დაიწყეს

alt

დღეს დაიწყო იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშება. I ჯგუფის გუნდებს შორის ქუთაისის "ტორპედოს" საღორიას საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედო-2" ხონის "იმერეთს" დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.
ანგარიში ხონელთა კაპიტანმა გიორგი ცაგარეიშვილმა მე-18 წუთზე გახსნა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ქუთაისელთა ნახევარმცველმა ლევან მანაგაძემ ჯერ დაახლოებით 35 მეტრიდან შორეული დარტყმით შეძლო გათანაბრება, შემდეგ კი მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომიდან "გასროლით" დააწინაურა მისი გუნდი. მეორე ტაიმში "იმერეთი" უფრო მეტს უტევდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

14 თებერვალი. ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა. 10:30 საათი. 100 მაყურებელი.
"ტორპედო-2" (ქუთაისი) – "იმერეთი" (ხონი) 2:1 (2:1)
"ტორპედო-2": სასტარტო - გიორგი კიკნაძე, შოთიკო წიქარიშვილი (კაპ.), გიორგი ბერძენაძე, გოდერძი გაგოშიძე, ბექა შეყრილაძე, საბა ქვარიანი, ნიკა ჯანელიძე, ლევან მანაგაძე, სერგო კუხიანიძე, ჯუმბერ ხმელიძე, მურად ქუთათელაძე;
სათადარიგოები - ზაურ ჟღენტი, ნიკა ახვლედიანი, ნიკა თევზაძე, ვარლამ მარდალეიშვილი, გუგა ჯავახაძე, მურმან მახათაძე, გიორგი კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ჭყონია.
"იმერეთი": სასტარტო - გიგა ჯოხაძე, გიორგი ხელაძე, ნიკა ხარაბაძე, ირაკლი ჭანკვეტაძე, გიორგი სანიკიძე, მათე აშვეთია, თორნიკე ბანძელაძე, გიორგი თედორაძე, ჯემალ კილაძე, გიგა ამბროლაძე, გიორგი ცაგარეიშვილი (კაპ.);
სათადარიგოები - ზურაბ საღინაძე, ლევან ყიფიანი, ირაკლი საღარეიშვილი, ალეკო სულაძე, გია ხვედელიძე, დათო კუხალაშვილი, დათო კოხრეიძე.
მთავარი მწვრთნელი: დათო ჭელიძე.
გაფრთხილებები: ცაგარეიშვილი (36), გაგოშიძე (41), კუხიანიძე (42), შეყრილაძე (44).
გაძევება: ყიფიანი (88).
გოლები: 0:1 ცაგარეიშვილი (18), 1:1 მანაგაძე (24), 2:1 მანაგაძე (40).
მსაჯები: ირაკლი ხერხაძე, ირაკლი ქარსელაძე, ლევან ჩორგოლაშვილი (ყველა ქუთაისი).