„სამეგრელომ“ წყალტუბოში იმარჯვა

alt

15 თებერვალს, "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებამ წყალტუბოში გადაინაცვლა. II ჯგუფში, ჩხოროწყუს "სამეგრელო" ადგილობრივ "სამგურალი-2"-ს 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაუპირისპირდა და 2:1 მოუგო.

ანგარიში იმერლებმა სტანდარტული სიტუაციის რეალიზების შედეგად 22-ე წუთზე გახსნეს. ლაშა ჩავჩიძის მიერ შესრულებულ საჯარიმოდან დარტყმულს თავი ჩხოროწყუელმა იმედა ტყებუჩავამ დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აქიდან სამიოდე წუთში, ოთარ ტორაძემ გოლით თანაგუნდელის მიერ მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული კომბინაცია დაასრულა - 1:1.
მატჩის საბოლოო შედეგი, 74-ე წუთზე "სამეგრელოს" მიერ ზუსტად გათამაშებული "სტანდარტის" შემდეგ დაფიქსირდა. მის გუნდს გამარჯვება დავით ციცხვაიას თავურმა მოუტანა.
დიდთოვლობის გამო გადაიდო ჩოხატაურში ჩასატარებელი მატჩი. აქ დღეს უნდა ეთამაშათ ადგილობრივ "ბახმაროსა" და ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს.

15 თებერვალი. წყალტუბო, "26 მაისი". 11:30 საათი. 100 მაყურებელი.
"სამეგრელო" (ჩხოროწყუ) – "სამგურალი-2" (წყალტუბო) 2:1 (1:1)
"სამეგრელო": სასტარტო - მანუჩარ ივარდავა (კაპ.), ზურაბ ქვარცხავა, ბადრი ჯომიდავა, ირაკლი ცნობილაძე, იმედა ტყებუჩავა, კონსტანტინე ბარამიძე, მიხეილ კოპალიანი, ოთარი ტორაძე, ნიკო ქუთათელაძე, ლაშა კალანდია, დავით ციცხვაია;
სათადარიგოები - გიგა თოლორდავა, ლევან ბოკუჩავა, სახო ჯუფი, გიორგი ქირია, თემურ ხუციშვილი, ლაშა სანაია, ალიკა ყალიჩავა.
მთავარი მწვრთნელი: გიზო შენგელია.
"სამგურალი-2": სასტარტო - ალექსანდრე ნუცუბიძე, ლუკა ჩავჩიძე (კაპ.), ზურა ვაშაყმაძე, ნიკა ხვადაგიანი, ბესო ლეშკაშელი, დავით ხვიჩია, ნუგზარ კოპალიანი, ლევან ლიპარტელიანი, ლაშა ჩავჩიძე, ირაკლი დვალი, დაჩი ჯანაძე;
სათადარიგოები - გიორგი გორდელაძე, ნიკა ქუთათელაძე, ბექა ქუთათელაძე, ბექა კალანდია, ანზორი ცერცვაძე, პაატა ღვაჩლიანი, გიორგი ჩხაბერიძე, ავერიონი ყურაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ზვიადი ქუთათელაძე.
გაფრთხილება: ცნობილაძე (23).
გოლები: 0:1 ტყებუჩავა (22, საკ. კარში), 1:1 ტორაძე (25), 2:1 ციცხვაია (74).
მსაჯები: ტარიელ რუხაია (სამტრედია), ბექა ქევანიშვილი, მირიან ლაშქარეიშვილი (ორივე ქუთაისი).