ცვლილებები „დასავლეთის თასი 2017“-ს კალენდარში

დიდთოვლობამ გარკვეული ცვლილებები ირფფ-ს ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს კალენდარშიც შეიტანა. უხვმა ნალექმა, შაბათ-კვირას ქუთაისში, წყალტუბოსა და ჩოხატაურში დანიშნული II ტურის მატჩების ჩატარება შეუძლებელი გახადა.

მონაწილე გუნდებთან შეთანხმებით, ირფფ-ს საშეჯიბრო და სამსაჯო განყოფილებებმა II ტურის შეხვედრათა ასეთი განრიგი დაადგინა:

I ჯგუფი
22.02. "იმერეთი" (ხონი) - "სალხინო" (მარტვილი) 12:00 ("ტორპედოს" ბაზა)
22.02. "ტორპედო-2" (ქუთაისი) - "ლესიჭინე" (ჩხოროწყუ) 14:00 ("ტორპედოს" ბაზა)

II ჯგუფი
21.02. "ბახმარო" (ჩოხატაური) - "სამეგრელო" (ჩხოროწყუ) 13:00 (წყალტუბო)
25.02. "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "სამგურალი-2" (წყალტუბო) 14:00 (წყალტუბო)

რაც შეეხება, ასევე უამინდობის გამო II ჯგუფში "ბახმაროსა" და "მარგვეთი 2006"-ს შორის გამოტოვებულ მატჩს, მისი გამართვა 27 თებერვალს წყალტუბოშია დაგეგმილი (დასაწყისი 14:00 საათზე).