„იმერეთმა“ „სალხინო“ დამაჯერებლად დაამარცხა

22 თებერვალს ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე, "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე I ჯგუფში ხონის "იმერეთი" მეორე ტურის მატჩში მარტვილის "სალხინოს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით მოუგო - 8:0.

ეროვნული ჩემპიონატის მე-3 და მე-4 ლიგების ბინადართა დუელში, სრულ უპირატესობას რანგით მაღლა მდგომი იმერლები ფლობდნენ. მათგან ჰეთ თრიკით გამოიჩინა თავი გუნდის კაპიტანმა გოგიტა ცაგარეიშვილმა. დუბლები მიითვალეს ნიკა ჩიხლაძემ და გიორგი თევდორაძემ, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი მათე აშვეთიას ზუსტად დარტყმულმა დააფიქსირა.

22 თებერვალი. ქუთაისი, "ტორპედოს" ბაზა. 12:00 საათი. 200 მაყურებელი.

"იმერეთი" (ხონი) - "სალხინო" (მარტვილი) 8:0 (3:0)

"იმერეთი": სასტარტო - სერგო მეძველია, გიორგი ხელაძე, ზურა საღინაძე, ნიკოლოზ ხარაბაძე, ირაკლი ჭანკვეტაძე, ირაკლი საღარეიშვილი, გიორგი თევდორაძე, ჯემალ კილაძე, მათე აშვეთია, გიგა ამბროლაძე, გოგიტა ცაგარეიშვილი (კაპ.);
სათადარიგოები - ნიკა ჯოხაძე, ალეკო სულაძე, ნიკა ჩიხლაძე, გიორგი ხვედელიძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ჭელიძე.
"სალხინო": სასტარტო - გიორგი კობეშავიძე, გიორგი ქაჯაია, თეიმურაზ ჩხეტია, გოგა ქვარცხავა, მათე გაბელია, ცოტნე ხელაია, გიორგი ოდიშარია (კაპ.), ევგენი ქაჯაია, ირაკლი ლაშქარავა, ოთო ბერიშვილი, გიორგი დარჯანია.
სათადარიგოები - ლევან თოლორდავა, ბაჩო ჯიჯელავა, ირაკლი ჯანჯღავა, ლადო ახალაია, ლაშა სურმავა, გიგა კვანტალიანი, გიორგი წოწორია.
მთავარი მწვრთნელი: ალიკა კალანდია.
გაფრთხილება: ხელაია (37).
გოლები: 1:0 თევდორაძე (13), 2:0 ცაგარეიშვილი (34), 3:0 ცაგარეიშვილი (40), 4:0 ჩიხლაძე (58), 5:0 ცაგარეიშვილი (73), 6:0 ჩიხლაძე (80), 7:0 თევდორაძე (87), 8:0 აშვეთია (89).
მსაჯები: კობა ჭაჭუა, ბექა ქევანიშვილი, ოთარ ნიჟარაძე (ყველა ქუთაისი).