„სამეგრელომ“ კვლავ მოიგო და პლეი ოფშია

ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე ჩხოროწყუს "სამეგრელო" პირველი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაასრულა (უამინდობამ ტურნირის კალენდარში გარკვეული კორექტივები შეიტანა). გიზო შენგელიას გაწვრთნილმა გუნდმა, ბოლო მატჩში წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს 1:0 მოუგო.

პირველი რეალური საგოლე მომენტი თამაშის მე-15 წუთზე შეიქმნა, როცა "სამეგრელომ" მარცხენა ფლანგზე "სტანდარტის" შესრულების უფლება მიიღო. თორნიკე გვალიას ჩაწოდებული მეტოქის კარის შორეულ ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბადრი ჯომიდავას მიუვიდა, რომლის თავური მცირედით უზუსტო აღმოჩნდა.
ჩხოროწყუელებს მორიგი შანსი მეორე ტაიმის დასაწყისში მიეცათ. გამბიელი ლეგიონერის სახო ჯუფის ზუსტი პასის შემდეგ ხელსაყრელ სიტუაციაში ლაშა კალანდია დარჩა, რომლის დარტყმულს ზესტაფონელთა კიპერი ადგილზე დაუხვდა.
ცოტა ხანში მარგველებს შეეძლოთ გატანა, მაგრამ ჭრელაშვილის საშუალო მანძილიდან დარტყმის შემდეგ ბურთი ივარდავას იოლი ნადავლი შეიქნა. ამ უკანასკნელს 72-ე წუთზეც მოუწია თამაშში ჩართვა, როცა კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ანზორ ბრეგვაძეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი - მეკარე ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ამასობაში მატჩის გადამწყვეტი მომენტიც დადგა. იმერელთა დაცვის ცენტრში მორიგი "ჩავარდნით" კარგად ისარგებლა სახო ჯუფიმ. მეურვესთან დასწრებაზე ეფექტური თამაშის შემდეგ გამბიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა მახათაძისგან მარჯვენა შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით "სამეგრელოს" ტურნირში მე-3 გამარჯვება მოუტანა.
ამრიგად, ჩხოროწყუელებმა 9 ქულით II ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და თასის გათამაშების ნახევარფინალში მეტოქის მოლოდინშია. "სამეგრელოს" მეტოქე I ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდი იქნება, რომლის ვინაობა 25 თებერვალს ჩხოროწყუს "ლესიჭინესა" და ხონის "იმერეთის" დაპირისპირებაში გაირკვევა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იმერლებს ხელს ფრეც აძლევთ, მეგრელებმა კი აუცილებლად უნდა მოიგო

გათამაშების ცხრილი (II ჯგუფი)

# გუნდი
1 "სამეგრელო" ჩხოროწყუ 3 3 0 0 7-1 9
2 "სამგურალი-2" წყალტუბო 1 0 0 1 1-2 0
3 "მარგვეთი 2006" ზესტაფონი 1 0 0 1 0-1 0
4 "ბახმარო" ჩოხატაური 1 0 0 1 0-4 0

23 თებერვალი. წყალტუბო, "26 მაისი". 13:00 საათი. 150 მაყურებელი.
"სამეგრელო" (ჩხოროწყუ) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 1:0 (0:0)
"სამეგრელო": სასტარტო - მანუჩარ ივარდავა (კაპ.), ზურაბ ქვარცხავა, ბადრი ჯომიდავა, ირაკლი ცნობილაძე, იმედა ტყებუჩავა, კონსტანტინე ბარამიძე (ნიკუშა ქუთათელაძე, 60), მიხეილ კოპალიანი (ალიკა ყალიჩავა, 86), ოთარი ტორაძე (გიორგი ქირია, 69), ლაშა კალანდია, თორნიკე გვალია (ლაშა სანაია, 81), სახო ჯუფი;
სათადარიგო - გიგა თოლორდავა.
მთავარი მწვრთნელი: გიზო შენგელია.
"მარგვეთი 2006": სასტარტო - დუშიკო მემარნიშვილი (გია მახათაძე, 46), გიორგი გაბრიჭიძე, ანზორი ბრეგვაძე (ლევანი ჩიტორელიძე, 80), ზვიადი კუხალაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ვილენი ჭრელაშვილი, შალვა ცქიფურიშვილი, ნოდარი გაჩეჩილაძე, გიგა ტვილდიანი, ალექსანდრე ლაბაძე, ირაკლი ზარნაძე (კაპ.);
სათადარიგო - თორნიკე ჭურაძე.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ღონღაძე.
გაფრთხილება: გაბრიჭიძე (45).
გოლი: 1:0 ჯუფი (80) .
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, კობა სადილიანი, მიხეილ კუპატაძე (ყველა ქუთაისი).