სფფ-ის ლიცენზირებისა და მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტი ირფფ-ში

22 აგვისტოს ქ. ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების და მონიტორინგის განყოფილების
(უფროსი ბაქარ ჟორდანია) და იმერეთის რეგიონის საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელების შეხვედრა.
ამ შეხვედრაზე ბატონმა ბაქარ ჟორდანიამ ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც მიანიჭებენ
საფეხბურთო სკოლებს შესაბამის IV, III, II და I კატეგორიებს.
საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია იმერეთის რეგიონში დასრულდება 2018 წლის ბოლოს.