გივი ნოდიას სახელობის თასი ბათუმლებმა მოიგეს

4

3 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა U-13 (2005 წ.დ.) ,,გივი ნოდიას" სახელობის თასის გათამაშების ბოლო ტურის კალენდარული მატჩი, სადაც ადგილობრივი „დინამო"(მწვრთნელი გ. ჯორბენაძე) მასპინძლობდა ქობულეთის ,,შუქურას"(მწვრთნელები ი. ჯაფარიძე და მ. შეველიოვი) ამ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო პირველი ადგილის ბედი, თამაში წარიმართა ბათუმელთა აშკარა უპირატესობით და დამსახურებულათ გაიმარჯვა 3-0, რისთვისაც მათ გადაეცათ პირველი ადგილის თასი, შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით, ხოლო "შუქურა" დაჯილდოვდა მეორე ხარისხის თასით, მედლებითა და დიპლომებით.
ასევე დაჯილდოვდა U-14 (2004 წ.დ.),,როინ კვასხვაძეს" სახელობის თასის მეორე ადგილოსანი ბათუმის „დინამო" (მწვრთნელი ვ. შანიძე) რომელსაც გადაეცა თასი და შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.