,,ზაურ ლორთქიფანიძის” სახელობის ტურნირი 2018

22 ნოემბერს ,,ზაურ ლორთქიფანიძის" სახელობის ტურნირზე U-13(2005 წ.დ. შორის), ჩატარდა ფინალური შეხვედრა, რომელიც გაიმართა ვანში სალხინოს ,,ზაურ ლორთქიფანიძის" სახელობის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს შეხვდა ქუთაისის ,,ტორპედო 1" და ქუთაისის ,,ტორპედო 2". შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა ფრედ 0-0, ხოლო პენალტების სერიაში გაიმარჯვა ქუთაისის ,,ტორპედო2"-მა 4-3
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი კახა ჭუმბურიძე, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე სალომე კიკალიშვილი, აგრეთვე ჩვენი სახელოვანი სპორტული კომენტატორი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ბატონი კარლო კალაძე, ბატონი ოთარ ნიშნიანიძე და ყველა თაობის თბილისის ,,დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი - რ. ძოძუაშვილი, თ. სულაქველიძე, ო. გაბელია, ნ. ხიზანიშვილი, დ. მუჯირი-უფროსი, მ. მაჩაიძე, ვ. ქორიძე, ლ. ნოდია, ზ. ებრალიძე, გ. ჭილაია, გ. ცაავა, გ.ჯოხაძე, და სხვა.

დაჯილდოვებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი კახა ჭუმბურიძე, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი და ბატონი დავით ლორთქიფანიძე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ზაურ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, მე-20 საუკუნის 50/60 წლების ვანის ,,სულორის", სამტრედიის ,,ლოკომოტივის", ხობის ,,კოლხეთისა" და თბილისის "დინამოს" დუბლების ფეხბურთელი. ასევე აღნიშნეს, რომ ,,ზაურ ლორთქიფანიძის" სახელობის ტურნირი გახდება ტრადიციული.

შემდეგ დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეიული ფეხბურთელები:

1. ტურნირის აღმოჩენა - საბა გიორგაძე (,,მართვე" ვანი) - პრიზი გადასცა მანუჩარ მაჩაიძემ
2. მაყურებლის სიმპატია - გიორგი რობაქიძე (,,ტორპედო2") - პრიზი გადასცა ლაშა ბუბაშვილმა
3. ,,ოლიმპიური იმედის პრიზი" - საბა ლორთქიფანიძე (,,მართვე"ვანი) - პრიზი გადასცა ჯამლეტ ხუხაშვილმა
4. ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი - ლუკა ლორთქიფანიძე (,,მართვე" ვანი) -პრიზი გადასცა დავით მუჯირმა
5. საუკეთესო მეკარე - ნიკოლოზ თავაძე (,,სამტრედია") - პრიზი გადასცა ოთარ გაბელიამ
6. საუკეთესო მცველი - დიმიტრი მაისურაძე ("ტორპედო1") - პრიზი გადასცა დავით მუჯირმა
7. საუკეთესო ნახევარმცველი - საბა დარბაიძე ),,ტორპედო1" - პრიზი გადასცა ნოდარ ხიზანიშვილმა
8. საუკეთესო თავდამსხმელი - ირაკლი ბენდელიანი (ტორპედო2") - პრიზი გადასცა ლევან ნოდიამ
9. საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი კანკია (,,ტორპედო1") - პრიზი გადასცა დავით ლორთქიფანიძემ
10. საუკეთესო ფეხბურთელი - თემური წიქორიძე (ტორპედო2") - პრიზი გადასცა რევაზ ძოძუაშვილმა

ბოლოს, დაჯილდოვდნენ ,,ზაურ ლორთქიფანიძის" სახელობის ტურნირის პრიზიორები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი თასები, მედლები და დიპმლომები.

I ადგილი - ,,ტორპედო2" (მწვრთნელი მ. შანიძე, ლ. ჯავახაძე) - პრიზი გადასცა კახა ჭუმბურიძემ( საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი)

II ადგილი - ,,ტორპედო1" (მწვრთნელი ვ. მუშკუდიანი) -პრიზი გადასცა დავით რუხაძემ (იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

III ადგილი - ,,მართვე" ვანი (მწვრთნელი კ. ლორთქიფანიძე) - პრიზი გადასცა ალექსანდრე გოგორიშვილმა (ვანის მერი)