„დასავლეთის თასი 2019“ „სამგურალი" წყალტუბომ მოიგო

53229697 583038492164412 6426966152378843136 n 1

„სამგურალი" წყალტუბო ,,დასავლეთის თასი 2019" -ის გამარჯვებულია


იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით 9 თებერვალს დაიწყო და 27 თებერვალს დასრულდა ტრადიციული წინასასეზონო ტურნირი ,,დასავლეთის თასი 2019" ნახევარფინალურ მატჩებში წარმატების შემდეგ ტურნირის მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ერთმანეთს „სამგურალი" წყალტუბო და „სამეგრელო" ჩხოროწყუ დაუპირისპირდნენ. ფინალური მატჩი წყალტუბოში გაიმართა, რომელიც დაიწყო წუთიერი დუმილით - გარდაიცვალა თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია...

თამაში მიმდინარეობდა დაძაბულ ბრძოლაში რომელიც დამთავრდა ფრედ 0-0, ამის შემდეგ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმები, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა „სამგურალი" წყალტუბოს 5-4