ირფფ-ს რიგითი X ყრილობა

.

5555

2019 წლის 17 აპრილს, ქუთაისში - ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" დარბაზში ჩატარდა
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის რიგითი X ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით:

1. დღის წესრიგის დამტკიცება;
2. სამი დელეგატის დანიშვნა ოქმის შესამოწმებლად;
3. დამკვირვებლების დანიშვნა;
4. წინა ყრილობის შემდეგ ირფფ-ს პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტის და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში;
5. ფინანსური ანგარიშის დამტკიცება;
6. 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
7. დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა.

ყრილობას ესწრებოდნენ ხმის უფლების მქონე ირფფ-ს წევრები -წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე 11-დან 9 დელეგატი.

1. ,,ჩიხურა"" (საჩხერე) - ვლადიმერ ზაბახიძე
2. ,,სამგურალი"" (წყალტუბო) - იასონ ბზიკაძე
3. ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი - ნოდარი სარჯველაძე
4. ,,სულორი"" (ვანი) - ბიძინა ნიკოლეიშვილი
5. საფ.სკ ,,ჭიათურა"" - თეიმურაზ ბიწაძე
6. ,,იმერეთი"" (ხონი) - რამაზი სანიკიძე
7. ,,საირმე"" (ბაღდათი) - იგორ ეხვაია
8. ,,ჩხერიმელა 2009"" (ხარაგაული) - ნუგზარ კიკნაძე
9. ,,საპოვნელა"" (თერჯოლა) - ირაკლი ჩხეიძე
ყრილობა გახსნა ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ. მან შეაჯამა 2018 წლის იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა.
მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: ვლადიმერ ზაბახიძე, ირაკლი ჩხეიძე, თეიმურაზ ბიწაძე და იასონ ბზიკაძე.
ამის შემდეგ ირფფ-ს რიგითი X ყრილობაზე დამტკიცდა 2018 წლის ფინანსური ანგარიში, 2019 წლის ბიუჯეტი და დამოუკიდებელი აუდიტი.