GFF Awards 2019

KJR 5852


27 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.GFF AWARDS 2019-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს. ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა გახდა. გამოცდილმა ნახევარმცველმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 86 შეხვედრა აქვს გამართული, წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მეორედ მიიღო.

2019 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთო)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო გოლი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

2019 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)

2019 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი)

2019 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

2019 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - რევაზ კუკულაძე (ლანჩხუთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი - ირაკლი კვირიკაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2019 წლის სეზონში გამორჩეულ 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.

17-წლამდე

ოქროს მედალი - ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი)
ვერცხლის მედალი - გიორგი აბუაშვილი (დინამო, თბილისი)
ბრინჯაოს მედალი - ოთო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია, თბილისი)

19-წლამდე

ოქროს მედალი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)
ვერცხლის მედალი - ცოტნე კაპანაძე (რუსთავი)
ბრინჯაოს მედალი - ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია)

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც აღნიშნული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა ფულად ჯილდოს მიიღებენ. ბრინჯაოს მედალი - 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი - 3 000 ლარი, ოქროს მედალი - 5 000 ლარი.

გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქართველ ჟურნალისტებს თენგიზ პაჭკორიას და დემიკო ლოლაძეს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კი, თემურ ჩხაიძეს, გიგლა იმნაძესა და ბეგი სიხარულიძეს სპორტის რაინდის წოდება გადასცა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი).

2019 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი - ლევან კუტალია (დინამო, თბილისი - 20 გოლი)

2019 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გურამ სამუშია (სამტრედია)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის ბომბარდირი - გიორგი ნიქაბაძე (მერანი, თბილისი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - კახა კაჭარავა (სამტრედია)


დაჯილდოებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:


მეკარე: ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), ვიქტორ მონხილი (დინამო, თბილისი), გურამ გიორბელიძე (დილა, გორი)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი), ლევან კუტალია (დინამო, თბილისი)


ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი აჩელაშვილი (3000 ლარი), მეორე ადგილი - შალვა ჯანაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გაგი კირთაძე (1000 ლარი).

GFF AWARDS 2019-ზე ეროვნული ლიგის „ჩემი პროგნოზის" გამარჯვებულს გიორგი რთველიაშვილს საჩუქრად სონი ფლეისთეიშენი გადაეცა.


-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------