ირფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

Written on .


ooooooooooooooo

26 თებერვალს, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: ირფფ-ს პრეზიდენტი დავით რუხაძე (თავმჯდომარე), ვახტანგ ბზიკაძე, ბადრი ნაკაშიძე და ირფფ-ს გენერალური მდივანი გივი ბაბუნიძე. კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მთავარი თემა რიგით XI საარჩევნო ყრილობის თარიღის დანიშვნა იყო.
ირფფ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ირფფ-ს რიგით XI საარჩევნო ყრილობა გაიმართება ამა წლის 19 მარტს ქ.ქუთაისში.

დაბეჭდვა