უეფას მწვრთნელთა განათლების გადამზადების კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას ლიცენზირებული მწვრთნელების გადამზადების (Refresh) კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო.
C, B, A, Pro და მეკარეების B ლიცენზიის გადამზადების კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა უკვე ამოიწურა ან მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.
C და B ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის სარეგისტრაციო ფორმა 23 ნოემბერს დაიხურება, ხოლო A, Pro და მეკარეებს B ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის - 30 ნოემბერს. გადამზადების კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
კურსების ჩატარების ღირებულება და თარიღები
- C ლიცენზია - 100 ლარი | 7-8 დეკემბერი
- B ლიცენზია - 250 ლარი | 9-10 დეკემბერი
- A ლიცენზია - 500 ლარი | 14-15 დეკემბერი
- PRO ლიცენზია - 1000 ლარი | 17-18 დეკემბერი
- მეკრეების B ლიცენზია - 250 ლარი | 22-23 დეკემბერი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

5 ოქტომბერს ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან.
C ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში კვიპროსის ნაკრები ლატვიას უმასპინძლებს. მატჩის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მისი ასისტენტები კი ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი.
შეხვედრაზე ვიდეორეფერის ფუნქციას ალეკო აფციაური შეასრულებს, მისი ასისტენტი კი კობა რევაზაშვილი იქნება. მეოთხე მსაჯი - ირაკლი ხერხაძე.
კვიპროსისა და ლატვიის ნაკრებების დაპირისპირება ნიქოზიაში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

29 სექტემბერს, ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან.
C ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.
ბულგარეთისა და ესტონეთის შეხვედრა პლოვდოვში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
15 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ სხდომაზე უეფას საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძელი ქალაქები დასახელდა.
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

ფიფას პირველი კატეგორიის ქართველმა არბიტრებმა, გიორგი ყრუაშვილმა და გოგა კიკაჩეიშვილმა, ჟენევაში გამართულ უეფას მსაჯთა ყოველწლიურ წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა.
სფფ-სა და სპორტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა მოაწერეს.
