U-17 -- იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატი (2009-2010 წ.დ. რამაზ შენგელიას"სახ.თასი, 32 გუნდი)
პირველ ეტაპზე თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ერთ წრედ. მეორე ეტაპზე:
„ა“ და „ბ“ ჯგუფის პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები შექმნიან ექვს გუნდიან N1 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგრძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ორ წრედ (გაირკვევა ჩემპიონის, პრიზიორების და მეექვსე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
„ა“ და „ბ“ ჯგუფის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და საუკეთესო მერვე ადგილოსანი შექმნიან N2 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგრძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ერთ წრედ (გაირკვევა მეშვიდედან მეთხუთმეტე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
„ა“ და „ბ“ ჯგუფის მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე და დარჩენილი მერვე ადგილოსანი შექმნიან N3 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგრძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ერთ წრედ (გაირკვევა მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
„ა“ და „ბ“ ჯგუფის მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილოსნები შექმნიან N4 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ერთ წრედ (გაირკვევა ოცდამეხუთედან ოცდამეთორმეტე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
U-15 -- იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატი (2011 წ.დ. ჯუმბერ ხაჟალიას" სახ.თასი, 18 გუნდი)
პირველ ეტაპზე თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ გათამაშების მეორე ეტაპზე :
„ა“ და „ბ“ ჯგუფის პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები შექმნიან ექვს გუნდიან N1 ჯგუფს სადაც მათ შეჰყვებათ მხოლოდ ურთიერთშორის ნათამაშები შედეგები.
თამაშები ჩატარდება ორ წრედ - მოპირდაპირე ჯგუფის სამ გუნდთან. (გაირკვევა ჩემპიონის, პრიზიორების და მეექვსე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
„ა“ და „ბ“ ჯგუფის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილოსნები შექმნიან N2 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგრძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ერთ წრედ. (გაირკვევა მეშვიდედან მეთორმეტე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
„ა“ და „ბ“ ჯგუფის მეშვიდე, მერვე და მეცხრე ადგილოსნები შექმნიან N3 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგრძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ერთ წრედ. (გაირკვევა მეცამეტედან მეთვრამეტე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
U-14 -- იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატი (2012 წ.დ. „როინ კვასხვაძის" სახ.თასი, 20 გუნდი)
პირველ ეტაპზე თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ.
გათამაშების მეორე ეტაპზე :
„ა“ და „ბ“ ჯგუფის პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები შექმნიან N1 ჯგუფს, სადაც მათ შეჰყვებათ მხოლოდ ურთიერთშორის ნათამაშები შედეგები.
თამაშები ჩატარდება ორ წრედ - მოპირდაპირე ჯგუფის სამ გუნდთან. (გაირკვევა ჩემპიონის, პრიზიორების და მეექვსე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
„ა“ და „ბ“ ჯგუფის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და საუკეთესო მეშვიდე ადგილოსანი შექმნიან N2 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგრძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ერთ წრედ. (გაირკვევა მეშვიდედან მეცამეტე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
„ა“ და „ბ“ ჯგუფის მერვე, მეცხრე, მეათე და დარჩენილი მეშვიდე ადგილოსანი შექმნიან N3 ჯგუფს, სადაც ისინი ჩემპიონატს გააგრძელებენ ნული ქულით, თამაშები ჩატარდება ერთ წრედ.
(გაირკვევა მეთოთხმეტედან მეოცე ადგილის ჩათვლით გუნდების ვინაობა).
U-13 იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატი (2013 წ.დ. „გივი ნოდიას" სახელობის თასი, 24 გუნდი)
თამაშები ჯგუფებში ჩატარდება ორ წრედ.
გათამაშების ჩემპიონის გამოსავლენად ჯგუფების გამარჯვებულები გამართავენ ფინალურ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე, ხოლო გათამაშების მეორე და მესამე ადგილოსნების გამოსავლენად ჯგუფების მეორე ადგილოსნები მატჩს გამართავენ ნეიტრალურ მოედანზე.
U-12 -- იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატი (2014 წ.დ. „გარი სორდიას" სახ. თასი, 32 გუნდი)
თამაშები ჯგუფებში ჩატარდება სამ წრედ (ქულები არ იწერება).
U-11 -- იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატი (2015 წ.დ „მერაბ მეგრელაძის" სახ. თასი, 26 გუნდი)
ჯგუფებში თამაშები ჩატარდება ორ წრედ (ქულები არ იწერება).
U-10 -- იმერეთის 2026 წლის ღია ჩემპიონატი (2016 წ.დ „ჯემალ ხერხაძის" სახ.თასი, 22 გუნდი)
ჯგუფებში თამაშები ჩატარდება ორ წრედ (ქულები არ იწერება).