1


იმერეთის რეგიონალური 

ფეხბურთის ფედერაცია

რუსთაველის გამზირი №1
ტელ: 579598787
irff.dr@gmail.com

Home

U-17 „რამაზ შენგელიას“ მესამე ადგილოსანი

იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) დღეს, 16 ნოემბერს ბაღდათში დააჯილდოვა "საირმე" ბაღდათის (მწვრთნელი ი.ეხვაია) გუნდი, რომელმაც მოიპოვა მესამე ადგილი U-17 (2001-2002 წ.დ. შორის) "რამაზ შენგელიას" სახელობის თასის გათამაშებაში. ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნუგზარ რუსიშვილმა საპატიო მესამე ადგილის შესაბამისი თასი, მედლები და დიპლომები გადასცენ გამარჯვებულ გუნდს.

U-15 ,,ჯუმბერ ხაჟალიას'' სახელობის თასის გამარჯვებული

33


ქუთაისის საფეხბურთო სკოლის გუნდის "მართვე" - ს (მწვრთნელები: ა. რევიშვილი, რ. კოღუაშვილი) გამარჯვებით დასრულდა U-15 (2003 წ.დ. შორის) ,,ჯუმბერ ხაჟალიას" სახელობის თასის გათამაშება. ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და ირფფ-ს საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნუგზარ რუსიშვილმა საპატიო პირველი ადგილის თასით, მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვა გამარჯვებული გუნდი.

U-17 ,,რამაზ შენგელიას" სახელობის თასის გამარჯვებული

666

ქუთაისის საფეხბურთო სკოლის გუნდი "მართვე"-1 - ის (მწვრთნელები: დ. ბურკაძე, რ. ბურკაძე) გამარჯვებით დასრულდა U-17 (2001-2002 წ.დ. შორის) ,,რამაზ შენგელიას" სახელობის თასის გათამაშება, რომელმაც მეხუთე ტურის შემდეგ ლიდერობა არავის დაუთმო და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი. ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და ირფფ-ს საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნუგზარ რუსიშვილმა საპატიო პირველი ადგილის თასი, მედლები და დიპლომები გადასცა გამარჯვებულ გუნდს.

ჩემპიონთა დაჯილდოება

2

11 ნოემბერს "ტორპედო"-ს საწვრთნელ ბაზაზე დაჯილდოვდა U-14 (2004 წ.დ.შორის) ,,როინ კვასხვაძის" სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონი ქუთაისის ,,ტორპედო"(მწვრთნელები: გ.წიქარიშვილი, მ.შანიძე და ლ.ჯავახაძე), რომელსაც ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და როინ კვასხვაძის შვილიშვილმა ნიკო კვასხვაძემ გადასცა საპატიო პირველი ადგილის თასი, მედლები და დიპლომები, ხოლო როინ კვასხვაძემ (საქართველოს ნაკრებისა და ,,ტორპედოს" მეკარე) საკუთარი მაისური უსახსოვრა ,,ტორპედო"-ს დამწყებ ახალგაზრდა მეკარეს.

გივი ნოდიას სახელობის თასი ბათუმლებმა მოიგეს

4

3 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდა U-13 (2005 წ.დ.) ,,გივი ნოდიას" სახელობის თასის გათამაშების ბოლო ტურის კალენდარული მატჩი, სადაც ადგილობრივი „დინამო"(მწვრთნელი გ. ჯორბენაძე) მასპინძლობდა ქობულეთის ,,შუქურას"(მწვრთნელები ი. ჯაფარიძე და მ. შეველიოვი) ამ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო პირველი ადგილის ბედი, თამაში წარიმართა ბათუმელთა აშკარა უპირატესობით და დამსახურებულათ გაიმარჯვა 3-0, რისთვისაც მათ გადაეცათ პირველი ადგილის თასი, შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით, ხოლო "შუქურა" დაჯილდოვდა მეორე ხარისხის თასით, მედლებითა და დიპლომებით.
ასევე დაჯილდოვდა U-14 (2004 წ.დ.),,როინ კვასხვაძეს" სახელობის თასის მეორე ადგილოსანი ბათუმის „დინამო" (მწვრთნელი ვ. შანიძე) რომელსაც გადაეცა თასი და შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

Free business joomla templates