საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

„სამგურალის“ 12-წლამდელებმა გარი სორდიას თასი მოიგეს

altირფფ-ს ორგანიზებით დღეს კიდევ ერთი შარშანდელი ჭაბუკთა ფინალი გაიმართა. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, წყალტუბოს"სამგურალისა" და ქობულეთის "შუქურას" 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

25-წუთიანი ტაიმები უგოლოდ დამთავრდა და საქმე მატჩის შემდგომ პენალტების სერიამდე მივიდა. საფეხბურთო ლატარეაში იმერლებს გაუმართლათ, რომელთა კიპერმა რაულ აბზიანიძემ ორი 11-მეტრიანი მოიგერია - 4:3.

ცნობისთვის, შარშანდელი გარდამავალი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, "შუქურამ" 12-წლამდელთა I ჯგუფში 23 ქულით იპირველა, ხოლო "სამგურალმა" II ჯგუფში 18 ქულით პირველობა არავის დაუთმო. დებულებით, ჯგუფებში გამარჯვებულ გუნდებს გარი სორდიას სახელობის თასის მფლობელის ვინაობა ფინალურ მატჩში უნდა გაერკვიათ.

28 მარტი. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე". 12:00 საათი. 100 მაყურებელი.

"სამგურალი" (წყალტუბო) - "შუქურა" (ქობულეთი) 0:0, პენ. 4:3

"სამგურალი": რაული აბზიანიძე, ალექსანდრე ტვილდიანი, იმედა ფანცხავა, ამირანი კეთილაძე (კაპ.), ალექსანდრე მამისეიშვილი, ლუკა წულაია, გიორგი თოფურია, კირილე შვანგირაძე, გაგა ჯიმშელეიშვილი, ნიკა ჯიქია, ლუკა მიქელაძე, ნოდარი კინწურაშვილი, გიორგი კოპალიანი, ტარიელი გოდერიძე, ლევანი ქუთათელაძე, ირაკლი შალამბერიძე, გიორგი ტყაბლაძე, გოჩა ფანცხავა.

მთავარი მწვრთნელი: პაატა კოპალიანი.

"შუქურა": ლუკა კვაჭაძე, დავით ჩხარტიშვილი, გიორგი ემირიძე, დემეტრე კომახიძე (კაპ.), გიორგი რამიშვილი, ნუკრი ნოღაიდელი, ალეკო ანანიძე, ლუკა მჟავანაძე, საბა მგელაძე, ტატო გოხიძე, გიორგი ზამბახიძე, გოგია ძირკვაძე, საბა მართალიშვილი, გურამი ჯაფარიძე.

მთავარი მწვრთნელი: ილია ჯაფარიძე.

გაფრთხილებები: რამიშვილი (24), ნოღაიდელი (31).

პენალტების სერია: ჩხარტიშვილი - 0:1, შვანგირაძე - 1:1, ნოღაიდელი - 1:2, თოფურია - 2:2, ანანიძე (მეკარემ მოიგერია) - 2:2, ჯიმშელეიშვილი - 3:2, კომახიძე - 3:3, ჯიქია - 4:3, ემირიძე (მეკარემ მოიგერია) - 4:3.

მსაჯები: ტარიელი რუხაია, ვახტანგ რუხაია, ბეჟან ჩიგოგიძე (ყველა სამტრედია).

?>