ირფფ-ს რიგით XVI საარჩევნო ყრილობა.
მიმდინარე წლის 16 მაისს, ქ. ქუთაისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, ჩატარდა იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის
რიგით XVI საარჩევნო ყრილობა, შემდეგი დღის წესრიგით:
1.ა(ა)იპ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
2.ა(ა)იპ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის არჩევა;
3.ა(ა)იპ იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წესდების ახალი, 2025 წლის რედაქციით დამტკიცება;
4.სხვადასხვა.
უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა VAR სემინარი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა VAR სემინარი გაიმართა.
სემინარის ფარგლებში ქართველ მსაჯებს საკუთარი გამოცდილება ყოფილმა მსაჯმა და ამჟამად ფიფას VAR-ის პროექტის ლიდერმა, მასიმილიანო ირატიმ გაუზიარა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სფფ-ის სამსაჯო განყოფილების წარმომადგენლები.
სემინარი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. VAR-ის მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, დღის ერთ-ერთი მთავარი თემა VAR-ის გადაწყვეტილებების საჯარო გამოცხადება იყო, რაც ფიფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე ბოლო პერიოდში დაინერგა და მსოფლიოს მასშტაბით ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებშიც გამოიყენება.
უმაღლესი კატეგორიის 34 მსაჯთან ერთად, სემინარს ფიფას 5 ქართველი ქალი არბიტრი ესწრებოდა. ასევე, ეროვნული ლიგის მატჩებზე მომუშავე VAR ოპერატორები.
საქართველო - სომხეთი | უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს
დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება
სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს
Integriball პროექტი საქართველოში
პროგრამა Integriball-მა, რომელიც ემსახურება ფეხბურთში სამართლიანობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობას, წარმატებით დაასრულა ფაქტების დამდგენი მისიები ესტონეთში, რუმინეთსა და საქართველოში. აღნიშნული მისიები, რომლებიც ჩატარდა თითოეული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით და პარტნიორი ორგანიზაციების - United Lotteries for Integrity in Sports (ULIS) და Berkeley Global Society (BGS) მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ეტაპია სპორტული სამართლიანობის დაცვის უწყვეტ პროცესში.
უეფას 49-ე კონგრესი და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ბელგრადში
3 აპრილს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უეფას 49-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. კონგრესის ფარგლებში გაიმართა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და ფიფას საბჭოს წევრების არჩევნები.
ლევან კობიაშვილის განცხადება 23 მარტს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადება 23 მარტს, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.