საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ირფფ-მ ჭაბუკთა ღია ჩემპიონატები დაიწყო

alt1 აპრილს, დასავლეთ საქართველოს 4 ქალაქში იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღია ჩემპიონატების 8 მატჩი გაიმართა. ჭაბუკთა ექვს ასაკობრივ ჯგუფში, ირფფ-ს ეგიდით 2017 წელს რამაზ შენგელიას, ჯუმბერ ხაჟალიას, გივი ნოდიას, გარი სორდიას, ჯემალ ხერხაძისა და მერაბ მეგრელაძის სახელობის ღია გათამაშებები გაიმართება.

შაბათს, 2004 წელს დაბადებულებმა 4 მატჩი ითამაშეს, რომელთა შედეგები ასე გამოიყურება:

"ტორპედო" (ქუთაისი) - "სამტრედია" 2:6
"მართვე" (ქუთაისი) - "შუქურა" (ქობულეთი) 1:0
"ჩიხურა" (საჩხერე) - "ქუთაისი" 5:1
"საფეხბურთო სკოლა" (ლანჩხუთი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 4:0

2005 წელს დაბადებულთა შორის გუნდები ორ ჯგუფად არიან განაწილებული. დღეს მხოლოდ პირველი ჯგუფის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც საჩხერის "ჩიხურამ" (მწვრთნელი ალექსანდრე ხვედელიძე) ვანის "მართვეს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო.

3 მატჩი შედგა მერაბ მეგრელაძის სახელობის (2006 წელს დაბადებულები) გათამაშებაში. აი, მათი შედეგები:

"სამტრედია-2" - "ქუთაისი" 1:0
"ტორპედო" (ქუთაისი) - "შუქურა" (ქობულეთი) 4:1
"მართვე" (ქუთაისი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 1:5

ხვალ, 2005 წელს დაბადებულები კიდევ 4 მატჩს გამართავენ. I ჯგუფში "საპოვნელა" "მარგვეთი 2006"-ს უმასპინძლებს (დასაწყისი 11:00 საათზე), ხოლო ქუთაისის "მართვე" "შუქურას" დაუხვდება (16:00). II ჯგუფში, 12:00 საათზეა "სამტრედიასა" და ხონის "იმერეთის" მატჩის დაწყება, ხოლო ქუთაისის "იმერეთი" ცაგერის "ხვამლს" მიიღებს (16:00).

?>