საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

2005-წლამდელებმა პირველი ტური გამართეს

დღეს, ირფფ-ს ორგანიზებულ რეგიონის ჭაბუკთა ღია ჩემპიონატში, პირველი ტურის მატჩები 2005 წელს დაბადებულმა (ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშება) ფეხბურთელებმა ითამაშეს.

I ჯგუფში ორივე მატჩი სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. თერჯოლაში, ადგილობრივი "საპოვნელა" ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ს მასპინძლობდა და 0:7 წააგო. ყვირილასპირელთაგან თავი პოკერით გამოიჩინა ნიკოლოზ მღარიშვილმა. მალხაზ ღონღაძის გაწრთვნილთაგან თითო გოლი ზაზა კიკნაველიძის, დავით კოხოძისა და ერეკლე მაღლაკელიძის ანგარიშზეა.

რაც შეეხება ჯგუფის კიდევ ერთ თამაშს, მასში ქობულეთის "შუქურამ" (მწრთვნელი თემურ ჯაფარიძე) ქუთაისში, იქაურ "მართვეს" 4:0 მოუგო. ჰეთ-თრიკი შეასრულა სტუმართა კაპიტანმა და საუკეთესო მოთამაშე გურამ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამ ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" შინ ვანის "მართვეს" 3:0 სძლია.

2005-წლამდელთა II ჯგუფში საბრძოლო ფრე 3:3 დაფიქსირდა სამტრედიაში, სადაც გია გოგოლაძისა და ბადრი ქორიძის გაწრთვნილი გუნდი ხონის "იმერეთს" (მწრთვნელი გია ხაზარაძე) მასპინძლობდა. მათე ბახტაძემ სტუმართაგან თავი დუბლით გამოიჩინა.

ქუთაისის "იმერეთმა" ცაგერის "ხვამლი" (მწრთვნელები: თემურ ახვლედიანი, პორფილე კოპალიანი) ქვიტირის საჯარო სკოლის მოედანზე მიიღო და 1:2 წააგო.

?>