საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

2005-წლამდელებმა მეორე ტური ითამაშეს

8 აპრილს 2005 წლამდე დაბადებულ ჭაბუკთა იმერეთის ღია ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. მათი შედეგები ასე გამოიყურება:

"სპორტსკოლა" (სამტრედია) – "სამტრედია" 1:1
"მართვე" (ვანი) – "მართვე" (ქუთაისი) 1:2
"შუქურა" (ქობულეთი) - "საპოვნელა" (თერჯოლა) 6:0
"ტორპედო" (ქუთაისი) – "ჩიხურა" (საჩხერე) 3:1
"ხვამლი" (ცაგერი) – "მართვე" (საჩხერე) 5:0
"იმერეთი" (ხონი) – "იმერეთი" (ქუთაისი) 0:2

სამტრედიულ დერბიში თავი თეიმურაზ ანდრიაძემ ("სპორტსკოლა") და ავთო მამფორიამ ("სამტრედია") გამოიჩინეს - 1:1.

ვანში 2:1 იმარჯვეს ვალერი კუბლაშვილის შეგირდებმა ქუთაისის "მართვედან". მასპინძელთა მხრიდან ლუკა მსხილაძის გატანილ გოლს რიონისპირელთაგან ოლეგ გამეზარდაშვილმა და ლუკა ბრეგაძემ უპასუხეს.

დამაჯერებელი უპირატესობით მოიგო (6:0) თემურ ჯაფარიძის გაწრთვნილმა "შუქურამ" თერჯოლის "საპოვნელასთან". ჰეთ თრიკია ირაკლი ბალაძის ანგარიშზე, ხოლო ლუკა მოწყობილმა, გიორგი ქათამაძემ და გიორგი ირემაძემ მეტოქეს თითო გოლი გაუტანეს.

ქუთაისის "ტორპედომ" (მწრთვნელი ვალერი მუშკუდიანი) შინ 3:1 მოუგო საჩხერის "ჩიხურას". ქუთაისელთა შორის სამივე გოლი ალეკო ბასილაძის ანგარიშზეა, საპასუხო გოლი კი ზემოიმერელთაგან იური ერაძემ გაიტანა. სხვათა შორის, მეორე ტაიმში მეტოქეებმა საკუთარ პასივს თითო გაუტანელი პენალტი მიუმატეს - დავით კიკალიშვილმა "ტორპედოდან" და ლაშა მაჭარაშვილმა "ჩიხურადან".

შინ 5:0 მოიგო ცაგერის "ხვამლმა" (მწრთვნელები დავით ახვლედიანი, პორფილე კოპალიანი) საჩხერის "მართვესთან". 2 გოლი ლუკა მეშველიანის ანგარიშზეა, თითოჯერ კი თავი დავით საღინაძემ, ლუკა მეგრელმა და გიორგი კოპალიანმა ისახელეს თავი.

ხონში გამართულ იმერულ დერბიში ქუთაისელებმა (მწრთვნელი სოსო ბარქაია) 2:0 მოიგეს. გოლები აკაკი ბარქაიასა და ჯემალ დეისაძის აქტივშია.

 

?>