ჭიათურელები ჯუმბერ ხაჟალიას თასის გათამაშებაში დაწინაურდნენ
13 აპრილს, ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 2002-წლამდელთა გათამაშების სატურნირო ცხრილს ჭიათურის საფეხბურთო სპორტსკოლის გუნდი (მწრთვნელი დავით ლოლაძე) უდანაკარგოდ უდგას სათავეში.
ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასის გათამაშებაში მე-2 ტურის ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
"საპოვნელა" (თერჯოლა) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 0:0
"იმერეთი" (ხონი) - "სპორტსკოლა" (ჭიათურა) 1:3
"რაჭა" (ამბროლაური) - "საირმე" (ბაღდათი) 1:1
ამბროლაურში მასპინძლები ლუკა ნემსიწვერიძემ დააწინაურა, რასაც ბაღდათელმა ლევან ჭელიძემ გამთანაბრებელი ზუსტი დარტყმით უპასუხა - 1:1.
2003-წლამდელთა გათამაშებაშიც გუნდებმა II ტურის შეხვედრები გამართეს:
"იმერეთი" (ხონი) - სპორტსკოლა (ჭიათურა) 3:1
"იმერეთი" (ქუთაისი) - "სამტრედია" 0:2
"ტორპედო" (ქუთაისი) - "ჩიხურა" (საჩხერე) 6:1
"ხვამლი" (ცაგერი) - "მართვე" (ქუთაისი) 1:2
შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურასთან" - 6:1. იმის მიუხედავად, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს (სანდრო ასანიძე), გელა წიქარიშვილის გაწრთვნილებმა ამას 6 გოლით უპასუხეს - ანზორ თევზაძე (2), ლუკა ორმოცაძე (2), ლუკა კუხიანიძე, გიორგი ხუნდაძე.
ცაგერში იმარჯვა ქუთაისის "მართვემ" (მწრთვნელები რამაზ კოღუაშვილი, ავთო რევიშვილი). იმერლები თორნიკე ლომთაძისა და ომარი პერანიძის გოლებით იგებდნენ, რასაც მასპინძლებმა მიხეილ კვირიკაშვილის ზუსტი დარტყმით უპასუხეს - 1:2.
ქუთაისში იმარჯვეს ნოდარ ჩიგოგიძის გაწრთვნილმა სამტრედიელებმა. ლუკა შენგელიამ და სერგო ბაბუნაშვილმა პირველ ტაიმში გატანილი გოლებით მოაპოვებინეს საკუთარ გუნდს გათამაშების პირველი 3 ქულა - 0:2.
გამოტოვებული მატჩი გაიმართა გარი სორდიას სახელობის გათამაშებაში (2004 წელს დაბადებულთა შორის). ჩოხატაურის "ბახმარომ" ზესტაფონის "მარგვეთს" (მწრთვნელი მამუკა ფუტკარაძე) უმასპინძლა და 4 უპასუხო გოლით წააგო. გოლების ავტორები ჭაბუკი ლაბაძე, ნოდარი ცხადაძე, ზურაბი მაისურაძე და დავითი გაჩეჩილაძე არიან.