საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ქუთაისური დერბი 2002-წლამდელთა ჩემპიონატში

დღეს, ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაზე (2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის) ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისის "იმერეთმა", რომელიც უკონკურსოდ ასპარეზობს, თანაქალაქურ "მართვეს" სოფელ ფარცხანაყანების სტადიონზე უმასპინძლა.

ანგარიში პირველ ტაიმში მიქაელ მამასახლისმა გახსნა და სტუმრის რანგში მოთამაშე "მართვეები" დააწინაურა. მატჩის მეორე ნახევარში ოთიკო ავალიანმა შეძლო გათანაბრება, რითაც შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:1.

?>