საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ჭიათურელთა 9-დან 9 ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშებაზე

ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ იმერეთის ჭაბუკთა ღია ასაკობრივ ჩემპიონატებზე, დღეს 2002-წლამდელთა გათამაშების მესამე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგა. ჭიათურაში ადგილობრივმა "სპორტსკოლამ" (მწრთვნელი დავით ლოლაძე) ამბროლაურის "რაჭას" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

არადა, პირველი ტაიმი, მე-9 წუთზე ლუკა ნემსიწვერიძის გატანილი გოლით სტუმრებმა მოიგეს. შესვენების შემდეგ მატჩის განახლებისთანავე, იმერელმა ნიკოლოზ ღვალაძემ გაათანაბრა ანგარიში, ორიოდე წუთში კი, ლაშა ბიწაძემ პენალტის ნიშნულიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით შეძლო მისი გუნდის დაწინაურება. ამ მოგებით ჭიათურელები 9 შესაძლებლიდან 9 ქულით ჩაუდგნენ ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის გათამაშების სატურნირო ცხრილს.

2004-წლამდელებშიც ერთი მატჩი შედგა. ჩოხატაურის "ბახმარო" ს/კ "ქუთაისს" დაუხვდა და 0:1 წააგო. ეს ერთადერთი გოლი ნოდარ ჩეჩელაშვილის ანგარიშზეა.

?>