საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ტორპედოელთა პირველი გამარჯვება რამაზ შენგელიას თასის გათამაშებაზე

22 აპრილს, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები) მე-3 ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ" ონის საფეხბურთო სპორტსკოლის გუნდს უმასპინძლა და 4:2 მოუგო. მიმდინარე ჩემპიონატში ეს დავით ჯანაშიას გაწრთვნილთა მიერ მოპოვებული პირველი ქულები იყო.

გამარჯვებულთაგან დუბლი შეასრულა ბექა გობეჯიშვილმა, დავით ვარდანიძემ და გიორგი ტყეშელაშვილმა კი თითო გაიტანეს. სტუმართაგან თავი გიორგი ბურდილაძემ (2) გამოიჩინა.

# გუნდები
1 "მართვე-2" (ქუთაისი) 3 2 1 0 4-1 7
2 "რაჭა" (ამბროლაური) 2 2 0 0 8-1 6
3 "მართვე-1" (ქუთაისი) 3 2 0 1 6-2 6
4 "მართვე" (ვანი) 3 1 1 1 2-4 4
5 "დინამო" (ბათუმი) 2 1 0 1 3-2 3
6 "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 1 1 0 0 1-0 3
7 "ტორპედო" (ქუთაისი) 3 1 0 2 4-9 3
8 "მაჭახელა-2" (ხელვაჩაური) 2 0 0 2 1-4 0
9 "სპორტსკოლა" (ონი) 3 0 0 3 2-8 0

4 მატჩი გაიმართა ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005-წლამდელები):

"საპოვნელა" (თერჯოლა) - "მართვე" (ვანი) 1:1
"იმერეთი" (ქუთაისი) - "სპორტსკოლა" (სამტრედია) 3:2
"მართვე" (ქუთაისი) - "ტორპედო" (ქუთაისი) 2:1
"ჩიხურა" (საჩხერე) - "ხვამლი" (ცაგერი) 0:1

ტაიმებში თითო გოლი გაცვალეს თერჯოლაში, სადაც ადგილობრივი "საპოვნელა" ვანის "მართვეს" იღებდა. მე-16 წუთზე საბა რობაქიძემ დააწინაურა მასპინძლები, ხოლო ლუკა გიორგაძემ 34-ე წუთზე შეძლო წონასწორობის აღდგენა - 1:1.

საინტერესო და უხვგოლიანი პაექრობა ჰქონდათ ქუთაისის "იმერეთისა" და სამტრედიის სპორტსკოლის გუნდებს. ორჯერ დაწინაურებულ მასპინძლებს (ვალერი წულუკიძე, ჯემალ დეისაძე) სტუმრებმა ორივეჯერ თემურ ანდრიაძის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს. თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ - მატჩის მიწურულს ჯემალ დეისაძემ პენალტით შეძლო სოსო ბარქაიას გაწრთვნილთათვის გამარჯვების მოტანა - 3:2.

ქუთაისურ დერბიში თავდაპირველად "ტორპედო" დაწინაურდა (დავით კიკალეიშვილი), რასაც მართველების კაპიტანმა ლუკა ბრეგაძემ პირველსავე ტაიმში უპასუხა. რაც შეეხება გამარჯვების მომტან გოლს, იგი ვახო კვერნაძემ მატჩის მეორე 30-წუთეულში გაიტანა - 2:1.

საჩხერეში სტუმართა გამარჯვებით დასრულებული ერთადერთი მატჩი შედგა. "ჩიხურასთან" თემურ ახვლედიანის გაწრთვნილმა ცაგერის "ხვამლმა" სერგი ცინცაძის ზუსტი დარტყმით მოიგო - 0:1.

?>