საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

გივი ნოდიას სახელობის გათამაშებაზე კვლავ ორი ლიდერია

25 აპრილს, 2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარე გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშებაზე მე-4 ტურის მატჩები გაიმართა.

"ხვამლი" (ცაგერი) - "იმერეთი" (ხონი) 1:0
"იმერეთი" (ქუთაისი) - "სპორტსკოლა" (ჭიათურა) 1:3
"სამტრედია" - "ჩიხურა" (საჩხერე) 2:1
"ტორპედო" (ქუთაისი) - "მართვე" (ქუთაისი) 0:0

ცაგერში ხონელთა სტუმრობა "მშვიდობიანი" შედეგით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მატჩის ბოლოსწინა 69-ე წუთზე ლუკა ნემსაძის ზუსტმა დარტყმამ "ხვამლს" მოაგებინა - 1:0.

ქუთაისის "იმერეთს" 25-ე წუთზე შეეძლო ჭიათურელებთან თამაშში ანგარიშის გახსნა, მაგრამ თემურ კვანტიძემ პენალტი ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, ბერიკა ბერძენაძემ მაინც მოახერხა პირველ ტაიმში რიონისპირელთა დაწინაურება - 1:0. მატჩის მეორე ტაიმში სტუმრებმა 3 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს (კობა კაპანაძე, ნიკა მუმლაძე, გიგა აბრამიშვილი) და შინ ქულებით დამშვენებულები დაბრუნდნენ - 1:3.

"სამტრედიამ" ტიტე ჯულაყიძის მიერ 33-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო ტაიმი. საჩხერელმა ნიკა ხარაიშვილმა პენალტით გაათანაბრა (48), მაგრამ ამით მის გუნდს ქულა მაინც ვერ გაუნაღდა. 57-ე წუთზე ლუკა შენგელია ნოდარ ჩიგოგიძის გაწრთვნილები დააწინაურა და გათამაშებაში მორიგი 3 ქულა მოუტანა - 2:1.

ტურის ცენტრალური მატჩი შედგა საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე. აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე "ტორპედომ" და "მართვემ" ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს და ისევ გათამაშების ცხრილის სათავეში არიან (ბურთების უკეთესი სხვაობა ტორპედოელებს აქვთ).

?>