საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

„დაუნდობელი“ სამტრედიული დერბი

გუშინ მერაბ მეგრელაძის სახელობის გათამაშებაზე (2006-წლამდე ჭაბუკები) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა:

"სამტრედია-2" - "სამტრედია-1" 7:0 (3:0)
"ტორპედო" (ქუთაისი) - "ქუთაისი" 0:1 (0:1)
"მართვე" (ქუთაისი) - "შუქურა" (ქობულეთი) 2:1 (0:0)

სამტრედიულ დერბიში ვლადიმერ ქანთარიას გაწვრთნილებმა მეტოქეს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი შეასრულეს გიორგი გეწაძემ (24, 49) და ბაჩუკი ღირდალაძემ (27, 32), ამირან ბაკურაძემ (13), თეიმურაზ ქანთარიამ (23) და ლევან გუგუციძემ (48) კი, თითო მიითვალეს.

კიდევ ერთ დერბიში, ოღონდ ქუთაისურში, გადამწყვეტი 22-ე წუთზე გიორგი ჯიშკარიანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რომლითაც გამარჯვება ს/კ "ქუთაისმა" მოიპოვა - 0:1.


ქუთაისში გამართულ მეორე დაპირისპირებაში, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. "შუქურა" ნიკა ბალაძემ 37-ე წუთზე დააწინაურა. თომა სალდაძემ ცოტა ხანში გაათანაბრა, ხოლო 44-ე წუთზე "მართვეს" მოგება გაუნაღდა - 2:1.

?>