საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ვეტერანთა მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა

22 სექტემბერს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ვეტერანთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ,,ტორპედოს" ვეტერანებმა უკრაინა -პოლონეთის გაერთიანებულ გუნდს ,,ლეგიონ XXI - ს" უმასპინძლეს.
მეგობრული მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. შედარებით უფრო ,,ახალგაზრდა" სტუმრებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინეს და მეგობრული შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ 6:2 დაასრულეს.
სტუმართაგან განსაკუთრებით იური ნესტეროვი გამოირჩა, რომელმაც პოკერი შეასრულა. თითო-თითო გოლი კი იური გოლდინმა და დმიტრო კოშაკოვმა მიითვალეს.
ტორპედოელთაგან გოლები ჯიმშერ ვერულაშვილმა და მამუკა ხუნდაძემ გაიტანეს.

?>