საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ბორითში განახლებული სტადიონი გაიხსნა

25 სექტემბერს ხარაგაულის რაიონ სოფელ ბორითში განახლებული სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სტადიონის გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, რეგიონალური ფეხბურთის განვითარების მენეჯერი გოჩა თამაზაშვილი და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით რუხაძე ესწრებოდნენ.
ლევან კობიაშვილმა ადგილობრივებს სტადიონის გახსნა მიულოცა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს საჩუქრად ბურთები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ბორითის სკოლა იმ ათას სკოლას შორისაა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის მასშტაბური პროექტი - ,,ფეხბურთი სკოლებში" ხორციელდება. აქ სპორტის მასწავლებლები უკვე გადამზადდნენ და სწავლის დაწყებასთან ერთად ადგილობრივ ბავშვებს ფეხბურთის გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
,,არაჩვეულებრივი საჩუქარი გაგვიკეთა ფეხბურთის ფედერაციამ. აქ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს. სამი ასაკობრივი გუნდი გვყავს და იმედია ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება." - განაცხადა ადგილობრივი სკოლის სპორტის მასწავლებელმა სულიკო დონაძემ.









?>