საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

ქუთაისში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსები დამთავრდა

28 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბერს დამთავრდა ქუთაისში მწვრთნელთა განათლებისCლიცენზიის კურსები. კურსების გახსნა მსმენელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსმა გოჩა თამაზაშვილმა მიულოცა და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

Cლიცენზიის კურსები როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავდა. თეორიული კურსი მსმენელებმა ქალაქის მე-12 საჯარო სკოლაში გაიარეს. ამაში დიდი დახმარება გაგვიწია ამავე სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნათია სულავამ.
პრაქტიკული მეცადინეობები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის და სპორტსაზოგადოება ,,დინამოს" სპორტულ მოედნებზე ტარდებოდა, რაშიც დიდი ხელშეწყობა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და ,,დინამოს" სტადიონის ხელმძღვანელებმა ლევან გვანცელაძემ და თამაზ ჩეჩელაშვილმა გაგვიწიეს.
Cლიცენზიის კურსებს მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერი ეკა ნადირაშვილი და სფფ-ს ინსტრუქტორები თენგიზ კაცია და ავთანდილ შენგელია უძღვებოდნენ.
ამ ეტაპზე სწავლებას დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 ლიცენზიის მაძიებელი გადიოდა. კურსები ყველამ წარმატებით დაასრულა.
აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც ერთი წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

?>