უელსის ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი ბავშვებს
ორ ათეულ წელზე მეტია გრძელდება დაძმობილებული ქალაქების ქუთაისის და ნიუპორტის ურთიერთობა, რომლის სულისჩამდგმელი პროფესორი ქალბატონი მადონა მეგრელიშვილია.
როგორც ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ ა/წ 6 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით შესარჩევი მატჩი ჰქონდათ უელსის ნაკრებთან. სტუმართა დელეგაციაში ქალაქ ნიუპორტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც უელსის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ. ისინი ამასთანავე ასოციაცია ,,გოლის" დამფუძნელები არიან და ქველმოქმედებას ეწევიან.
უელსის ფეხბურთის ფედერაციისა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი დავით რუხაძე) წინასწარი შეთახმებით უელსელთა დელეგაციის წევრები 3 ოქტომბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმერეთის რეგიონის ფეხბურთის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა სტუმართა გამომგზავრების შეფერხების გამო, ისინი ქალაქს ერთი დღის დაგვიანებით ესტუმრნენ. ამის გამო დანიშნული შეხვედრა ვეღარ შედგა. მიუხედავად ამისა მათ ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქარი ირფფ-ს პრეზიდენტს გადასცეს.
31 ოქტომბერს იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია (პრეზიდენტი დავით რუხაძე) სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლას (დირექტორი შოთა კუბლაშვილი) სტუმრობდა. მან მოსწავლეებს მოზარდების სწორად განვითარებისთვის სპორტის, მნიშვნელობაზე ესაუბრა. კარგი სწავლა უსურვა და თავისუფალ დროს ფეხბურთით დაკავება ურჩია, ბოლოს კი უელსელთა დატოვებული საჩუქარი (მაისურები, ტრუსები, ქუდები სპორტული მოსაცმელები) გადასცა.
გაწეული თანადგომისთვის ირფფ-ს ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის უელსის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს და ქალბატონ მადონა მეგრელიშვილს.