საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

რამაზ შენგელიას სახელობის თასი რაჭველებმა მოიპოვეს

დასრულდა იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატი 2000 – 2001 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის რამაზ შენგელიას სახელობის თასზე.
,,ტორპედოს" ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართულ ბოლო ტურის შეხვედრას ქუთაისის ,,მართვესა" და ამბროლაურის ,,რაჭას" შორის ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სატურნირო ცხრილს რაჭველები ლიდერობდნენ, რომლებიც მეტოქეს ერთი ქულით უსწრებდნენ. ჩემპიონობის მოსაპოვებლად ქუთაისლებს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, მაშინ როდესაც იგივე მიზნის მისაღწევად სტუმრებს ფრეც აწყობდათ.
გათამაშების ლიდერთა პრინციპული დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მასპინძელთა სათამაშო უპირატესობის მიუხედავად რაჭველებმა თავი კარგად დაიცვეს, მატჩის ბოლომდე საკუთარი კარი მშრალად შეინახეს და შეხვედრა მათთვის სასურველი ანგარიშით ფრედ 0-0 დაასრულეს.
ამ შედეგით ამბროლაურის ,,რაჭამ" 26 ქულა დააგროვა და 2017 წლის ჩემპიონობა მოიპოვა. ქუთაისლები 25 ქულით მეორე ადგილს დასჯერდნენ.
მატჩის დამთავრებისთანავე ირფფ-მ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ამბროლაურის ,,რაჭას" გუნდს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა. ხოლო ქუთაისის ,,მართვეს" ფეხბურთელები თასით, ვერცხლის მედლებითა და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ბრინჯაოს პრიზიორი 15 ქულით ხელვაჩაურის ,,მაჭახელა - 2" გახდა.

?>