ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასს ,,მართვე" ქუთაისი დაეუფლა
დასრულდა იმერეთის 2017 წლის ღია ჩემპიონატი 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასზე.
ქუთაისის ,,მართვეს" სპორტულ მოედანზე გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივი ,,მართვე" და ,,რაჭა" ამბროლაური დაუპირისპირდნენ. მართალია ამ მატჩის შედეგი პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა, მაგრამ შეხვედრა მაინც საინტერესო გამოდგა. ორმხრივი შეტევების მიუხედავად მატჩი უგოლო ფრით 0-0 დასრულდა.
ამრიგად 2017 წლის ჩემპიონობა და ჯუმბერ ხაჟალიას სახელობის თასი ქუთაისის ,,მართვემ" მოიპოვა, რომელმაც ჩემპიონატი 28 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე 19 ქულით ,,სპორტსკოლა" ჭიათურა გავიდა, ხოლო მესამე ადგილს 17 ქულით ,,რაჭა" ამბროლაური დაეუფლა.
მატჩის დაწყებამდე მოხდა შეხვედრაში მონაწილე გუნდების დაჯილდოვება. ირფფ-მ (პრეზიდენტი დავით რუხაძე) ქუთაისის ,,მართვეს" გუნდს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა. ხოლო ამბროლაურის ,,რაჭას" ფეხბურთელები თასით, ბრინჯაოს მედლებითა და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.