საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

U-13 („გივი ნოდიას" სახელობის თასი) გამარჯვებული „მართვე" ქუთაისი

წეწეწე

ა/წ 7 აპრილს, ზესტაფონში იმერეთის ღია ჩემპიონატში გამოვლინდა U-13 („გივი ნოდიას" სახელობის თასი) პრიზიორები.

მე-3 ადგილის გამოსავლენად ერთმანეთს შეხვდენენ „ა" ჯგუფის მე-2 ადგილოსანი „სპორტსკოლა" ჭიათურა და „ბ" ჯგუფის, ასევე მე-2 ადგილოსანი სამტრედიის „სამტრედია". შეხვედრა დასრულდა „სამტრედია"-ს გამარჯვებით ანგარიშით 2-0.
ამის შემდეეგ, გაიმართა შეხვედრა პირველი ადგილისათვის, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ „ა" ჯგუფის პირველადგილოსანი ტყიბულის „მეშახტე" და „ბ" ჯგუფის პირველადგილოსანი ქუთაისის „მართვე". ეს შეხვედრა დასრულდა ქუთაისის „მართვე"-ს გამარჯვებით ანგარიშით 3-1,
შეხვედრის დასრულების შემდეგ U-13 („გივი ნოდიას" სახელობის თასი) პრიზიორები დააჯილდოვა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრ-მა დავით რუხაძემ და სამსაჯო მენეჯერმა გია კიკაჩეიშვილმა, რომლებმაც გადასცეს ფეხბურთელებს შესაბამისი თასები, მედლები და სიგელები.

U-13 („გივი ნოდიას" სახ. თასი) პრიზიორები:
1.„მართვე" ქუთაისი (მთ.მწვრთნელი გ. კუხიანიძე, მწვრთნელი მ. სირაძე)
2.„მეშახტე" ტყიბული (მწვრთნელი. გია ქარქაშაძე)
3.„სამტრედია" სამტრედია (მთ. მწვრთნელი ლ. მეგენეიშვილი, მწვრთნელი ოთარ ზაქარეიშვილი)