ვეტერანთა მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა
22 სექტემბერს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ვეტერანთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ,,ტორპედოს" ვეტერანებმა უკრაინა -პოლონეთის გაერთიანებულ გუნდს ,,ლეგიონ XXI - ს" უმასპინძლეს.
მეგობრული მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. შედარებით უფრო ,,ახალგაზრდა" სტუმრებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინეს და მეგობრული შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ 6:2 დაასრულეს.
სტუმართაგან განსაკუთრებით იური ნესტეროვი გამოირჩა, რომელმაც პოკერი შეასრულა. თითო-თითო გოლი კი იური გოლდინმა და დმიტრო კოშაკოვმა მიითვალეს.
ტორპედოელთაგან გოლები ჯიმშერ ვერულაშვილმა და მამუკა ხუნდაძემ გაიტანეს.
ვეტერანთა მატჩის მოლოდინში
ქალაქ ქუთაისის მერია და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია სტუმრად ღებულობს უკრაინა - პოლონეთის ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებულ გუნდს ,,ლეგიონი XXI -ს", რომელიც მიმდინარე წლის 22 სექტემბერს 17.00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის ,,ტორპედოს" ვეტერანებთან საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ძვირფასო ქუთათურებო და ქალაქის სტუმრებო, გთხოვთ მობრძანდეთ სტადიონზე, რათა კიდევ ერთხელ იხილოთ ვეტერანთა თამაში.
პატივისცემით იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია.
მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ქუთაისში ჩატარდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სასწავლო კურსს, რომელიც 25 სექტემბრიდან ქუთაისში ჩატარდება. მსურველებმა განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ან იმერეთის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციაში, რათა გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.
ლიცენზირების მსურველებმა უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
1) პირადი განცხადება
2) CV
3) 2 ფოტოსურათი (3/4)
4) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
5) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
6) ცნობა ნარკოლოგიურიდანÂ
7) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
სასწავლო კურსის ღირებულება 400 ლარია.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - ეკა ნადირაშვილს 291 26 70; 291 37 33 და 595 12 12 19.
ქუთაისში გიორგი კიკაჩეიშვილს - 577 17 04 09 და 599 15 58 09.
უშანგი სალდაძე – 100
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი დავით რუხაძე), ქალაქის მერის ბატონ შოთა მურღულიასა და ქალაქის მერიის სპორტის სამსახურის თანამშრომლის ირაკლი კიკვაძის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე წლის 14 ივლისს გამოჩენილი
არდადეგები ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზეც გამოცხადდა
5 ივლისს, ირფფ-ს ორგანიზებული ღია ჩემპიონატებიდან ბოლო - ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაში (2005 წლამდე ჭაბუკები) ზაფხულის შესვენებისწინა დასკვნითი მატჩები გაიმართა:
სტუმართა უპირატესობა 2005-წლამდელებში
3 ივლისს, ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) XV ტურის მატჩები გაიმართა. დარჩა ორი გამოტოვებული თამაში (5 ივლისს) და გუნდები საზაფხულო შესვენებაზე გაემგზავრებიან:
იმერული დერბი ”იმერეთმა” მოიგო
ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) დღეს ერთი მატჩი გაიმართა:
2005-წლამდელებში ”შუქურამ” ”ტორპედოც” დაამარცხა
ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) VI ტურის სამივე გამოტოვებული მატჩი გაიმართა:
”ხვამლმა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო
დღეს ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) XIV ტურის კიდევ 3 მატჩი შედგა:
”შუქურას” ისევ ჯაფარიძემ მოაგებინა
ირფფ-ს ორგანიზებულ ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) გუნდებმა II წრის პირველი მატჩი ითამაშეს, თუმცა შედგა ერთი გამოტოვებული დაპირისპირებაც:
"მარგვეთი 2006" 2000-წლამდელებში მაღლა მიიწევს
ირფფ-ს ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებზე, დღეს კიდევ ერთმა ასაკობრივმა გათამაშებამ დაასრულა ზაფხულის შესვენებისწინა პროგრამა. რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე (2000 წლამდე ჭაბუკები) გუნდებმა III ტურის გამოტოვებული მატჩი ითამაშეს:
თავგადასავლები 12-წლამდელებში - ორი ავტოგოლი, ჯაფარიძის პოკერი, კიკალიშვილის ჰეთ თრიკი
25 ივნისს, ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) I წრის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა:
2000-წლამდელებში ”მართვე-2” კვლავ ერთპიროვნული ლიდერია
დღეს, 2000 წლამდე დაბადებულებმა ჭაბუკებმა ირფფ-ს მიერ ორგანიზებულ რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაზე ზაფხულის შესვენებამდე დასკვნითი ტურის მატჩები გამართეს:
2004-წლამდელებმა პირველი წრე დაასრულეს
23 ივნისს, ირფფ-ს ორგანიზებით მიმდინარე იმერეთის ღია ჩემპიონატებზე ორი გადადებული მატჩი გაიმართა. 2004-წლამდელთა პირველობაზე, სადაც გარი სორდიას სახელობის თასი თამაშდება, VII ტურის გამოტოვებულ ასპარეზობას ჩოხატაურმა უმასპინძლა:
ზემოიმერელთა პირველი გამარჯვება ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე
დღეს, ირფფ-ს ეგიდით მიმდინარე ღია ასაკობრივ ჩემპიონატებში გამოტოვებული მატჩები გაიმართა.
”ტორპედომ” ბასილაძის პოკერით და კანკიას დუბლით იმარჯვა
დღეს ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშების (2005 წლამდე ჭაბუკები) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა:
