„ტორპედო-2“-მა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების I ჯგუფში გუნდებმა ორი სრული ტური ჩაატარეს. დასკვნით მატჩში საღორიას საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედო-2"-მა ჩხოროწყუს "ლესიჭინეს" 3:2 მოუგო და ბოლო ტურში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
ერემია ციმაკურიძის გაწვრთნილები ანგარიშში მე-12 წუთზე დაწინაურდნენ (გიორგი სიჭინავა). ქუთათურები მდევრის როლში მხოლოდ ხუთიოდე წუთი იყვნენ - საპასუხო გოლი სერგო კუხიანიძემ გაიტანა - 1:1. მეორე ტაიმში ახალგაზრდა ტორპედოელებმა უპირატესობის გოლებში გარდასახვა შეძლეს - ჯერ შესვლაზე შესულმა ოთარ ბერეჩიკიძემ დააწინაურა მისი გუნდი, ცოტა ხანში კი ლევან მანაგაძემ 11-მეტრიანიდან ანგარიში 3:1 გახადა. სხვათა შორის, მანაგაძემ თანაგუნდელებს ორივე გოლში უასისტენტა. რაც შეეხება საბოლოო შედეგს, იგი გიზო ხორავას ზუსტი დარტყმით მე-80 წუთზე დაფიქსირდა.
ამრიგად, 2 ტურის შემდეგ I ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით "ტორპედო-2" ლიდერობს, 3 ქულა აქვს ხონის "იმერეთს" , ხოლო "სალხინოს" და "ლესიჭინეს" თითო ქულა გააჩნიათ. სატურნირო თვალსაზრისით (პლეი ოფში ჯგუფის მოწინავე 2 გუნდი გადის) ბოლო ტურის მატჩებიდან პრინციპულ ხასიათს ატარებს ჩხოროწყუელთა და ხონელთა დაპირისპირება. პლეი ოფში გასასვლელად თუ "ლესიჭინეს" მხოლოდ მოგება აძლევს ხელს, "იმერეთს" ფრეც აწყობს.
22 თებერვალი. ქუთაისი, "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა. 14:00 საათი. 100 მაყურებელი.
"ტორპედო-2" (ქუთაისი) – "ლესიჭინე" (ჩხოროწყუ) 3:2 (1:1)
"ტორპედო-2": სასტარტო - გიორგი კიკნაძე, შოთა წიქარიშვილი (კაპ.), გიორგი ბერძენაძე, გოდერძი გაგოშიძე, ბექა შეყრილაძე, მურმან მახათაძე, ლუკა ჯანელიძე, გაგა გაზდელიანი, ლევან მანაგაძე, ზაურ ჟღენტი, სერგო კუხიანიძე;
სათადარიგოები - თორნიკე კვერნაძე, ნიკა თევზაძე, ვარლამ მარდალეიშვილი, გუგა ჯავახაძე, მურად ქუთათელაძე, ზაურ ნიშნიანიძე, საბა ქვარიანი, ოთარ ბერეჩიკიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ჭყონია.
"ლესიჭინე": სასტარტო - ირაკლი სიორდია, ავთანდილ მირგატია (კაპ.), ილია იზორია, გოგა იზორია, გიორგი ჯალაღონია, მოგელი ბაბილუა, გიორგი სორდია, ზურაბ წიფურია, ტარიელ ჯინჭველაშვილი, გიორგი ცაავა, გიორგი სიჭინავა;
სათადარიგოები - გიზო ხორავა, ირაკლი ასათიანი, დიმა სორდია, ბექა ოყუჯავა, ირაკლი ხვიჩია, ბესო დარსალია, გოგი შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: ერემია ციმაკურიძე.
გაფრთხილება: ოყუჯავა (60).
გოლები: 0:1 სიჭინავა (12), 1:1 კუხიანიძე (17), 2:1 ბერეჩიკიძე (59), 3:1 მანაგაძე (62, პენ.), 3:2 ხორავა (80).
მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ბექა ქევანიშვილი (ყველა ქუთაისი).
- გადასვლები: 3654