„ტორპედო-2“-მა ტურნირის მესამე მატჩიც მოიგო
ირფფ-ს მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე I ჯგუფის გუნდებს შორის "ტორპედო-2" და მარტვილის "სალხინო" ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში შეხვდნენ. საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქუთათურები ამჯერად მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილი ფეხბურთელებით წარსდგნენ მეტოქის წინააღმდეგ. პირველ ტაიმში სერგო კუხიანიძისა და საბა ქვარიანის გატანილ გოლებს, მარტვილელმა ირაკლი ლაშქარავამ რეალიზებული 11-მეტრიანით უპასუხა და მატჩიც რიონისპირელთა მოგებით დასრულდა - 2:1.
25 თებერვალი. ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა. 10:00 საათი. 100 მაყურებელი.
"სალხინო" (მარტვილი) - "ტორპედო-2" (ქუთაისი) 1:2 (0:2)
"სალხინო": სასტარტო - გიორგი კობეშავიძე, თეიმურაზ ჩხეტია (კაპ.), საბა ობოლაძე, გოგა ქვარცხავა, ბაჩანა ჯიჯელავა, ევგენი ქაჯაია, ლაშა ქიქავა, გიორგი ოდიშარია, გიორგი დარჯანია, ცოტნე ხელაია, ოთო ბერიშვილი;
სათადარიგოები - გიგი ნაჭყებია, ირაკლი ლაშქარავა, ლაშა სურმავა, ირაკლი ჯანჯღავა, გიორგი წოწორია, გუგა გვილავა.
მთავარი მწვრთნელი: ალიკა კალანდია.
"ტორპედო-2": სასტარტო - გიორგი კიკნაძე (კაპ.), ანზორი ელიავა, დემური გოგიაშვილი, ცოტნე ლომიძე, ბადრი თავაძე, კახა მაღლაკელიძე, ჯემალი ზარნაძე, ლუკა საბანაძე, თემური წულაია, საბა ქვარიანი, სერგო კუხიანიძე;
სათადარიგოები - ბექა გიორგობიანი, გიორგი კაკაურიძე, ზურა ხიჯაკაძე, იაკობი მაღლაფერიძე, საბა ფირანიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ირაკლი ჩაკვეტაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ჭყონია.
გაძევება: დარჯანია (37).
გოლები: 0:1 კუხიანიძე (21), 0:2 ქვარიანი (28), 1:2 ლაშქარავა (62, პენ.).
მსაჯები: გიორგი დოგრაშვილი, ბექა კუნჭულია, ირაკლი ქარსელაძე (ყველა ქუთაისი).
- გადასვლები: 4166