„მარგვეთმა“ პენალტების სერიაში იმარჯვა
1 მარტს, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშების მეორე ნახევარფინალი გაიმართა. საღორიას საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-მა ქუთაისის "ტორპედო-2"-ს ძირითადი დროის ფრედ (2:2) დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში 5:4 მოუგო.
ამრიგად, ღია ტურნირის ფინალში, რომელიც 3 მარტს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება, ერთმანეთს ხონის "იმერეთი" და ზესტაფონის "მარგვეთი 2006" დაუპირისპირდებიან. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
1 მარტი. ქუთაისი, "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა. 11:00 საათი. 100 მაყურებელი.
"ტორპედო-2" (ქუთაისი) – "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 2:2 (1:1) პენ. 4:5
"ტორპედო-2": სასტარტო - გიორგი კიკნაძე, შოთა წიქარიშვილი (კაპ.) (მურმან მახათაძე, 64), შალვა ბურჯანაძე (ბექა შეყრილაძე, 31), გოდერძი გაგოშიძე (მურად ქუთათელაძე, 62), ლუკა ჯანელიძე, გაგა გაზდელიანი (ახვლედიანი, 46), ლევან მანაგაძე (ნიკა თევზაძე, 20), საბა ქვარიანი (ჯავახაძე, 64), შალვა ფურცხვანიძე (ჯუბა ხმელიძე, 60), გიორგი ბერძენაძე (ზაური ნიშნიანიძე, 62), სერგო კუხიანიძე (ზაური ჟღენტი, 64);
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ჭყონია.
"მარგვეთი 2006": სასტარტო - დუშიკო მემარნიშვილი (გიორგი მახათაძე, 46), დავითი ჩხიკვაძე (თორნიკე ჭურაძე, 55), ლევანი ჩიტორელიძე (ირაკლი ზარნაძე, 75), ანზორი ბრეგვაძე, ზვიადი კუხალაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ვილენი ჭრელაშვილი, შალვა ცქიფურიშვილი (დემურ კანდელაკი, 46), ნოდარი გაჩეჩილაძე (გიგა ტვილდიანი, 46), ზაური ხაჭიპერაძე (ალექსანდრე ლაბაძე, 46), ირაკლი ზარნაძე (კაპ.) (გიორგი გაბრიჭიძე, 69);
სათადარიგო - დავით ჯანაძე.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ღონღაძე.
გაფრთხილებები: კუხიანიძე (50), გაგოშიძე (55), კიკნაძე (74), ჟღენტი (85), მ. მახათაძე (88).
გაძევება: მ. მახათაძე (88).
გოლები: 1:0 მანაგაძე (10), 1:1 ხაჭიპერაძე (24), 2:1 ბერძენაძე (67), 2:2 ზარნაძე (89).
პენალტების სერია: 1:0 ახვლედიანი, 1:0 გაბრიჭიძე (მეკარემ მოიგერია), 2:0 შეყრილაძე, 2:1 ხვადაგიანი, 3:1 ქუთათელაძე, 3:2 ჭრელაშვილი, 3:2 ჯანელიძე (მეკარემ მოიგერია), 3:3 ზარნაძე, 4:3 ჯავახაძე, 4:4 ლაბაძე, 4:4 ჟღენტი (მეკარემ მოიგერია), 4:5 ბრეგვაძე.
მსაჯები: ირაკლი ხერხაძე (ქუთაისი), ალექსანდრე თავაძე (სამტრედია), ლევან ჩორგოლაშვილი (ქუთაისი).
- გადასვლები: 3919