ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის გარდამავალ თასს ზედა სიმონეთლები დაეუფლნენ
24 სექტემბერს დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის თასის გათამაშება თერჯოლის რაიონის გუნდებს შორის.
ტრადიციად ქცეული ტურნირი წელს უკვე მესამედ გაიმართა. მის ორგანიზებაში სფფ-სთან ერთად მონაწილეობას იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციაც (პრეზიდენტი დავით რუხაძე) იღებდა.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს ზედა სიმონეთის და ბარდუბანის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფინალური მატჩი, რომელსაც ეროვნული კატეგორიის მსაჯები - კობა სადილიანი და მიხეილ კუპატაძე უძღვებოდნენ, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
ბარდუბნელთა სათამაშო უპირატესობის მიუხედავად ზედა სიმონეთლებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, გამარჯვებულები გახდენენ და ტურნირის გარდამავალ თასს დაეუფლნენ. გამარჯვებულებს თასი ბარდუბნის გამგებელთან ერთად ქართლოსის შვილმა, უმცროსმა კახა ჭუმბურიძემ გადასცა.
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამარჯვებული გუნდისთვის დაწესებული თასი ზედა სიმონეთელთა კაპიტანს ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ გადასცა.
ფინალურ მატჩს ადგილობრივებთან ერთად სფფ-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სფფ-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ტურნირის მონაწილე გუნდები ბურთებით დაასაჩუქრა.
- გადასვლები: 3198