ევგრაფი შევარდნაძის სახელობის თასის გამარჯვებული იმერეთის ნაკრები (U-10) გახდა !
ქ. ლანჩხუთში სამი დღე (5-7 ივლისი) მიმდინარეობდა ევგრაფი შევარდნაძის სახელობის თასის გათამაშება 2009 წ.დ. მოზარდთა გუნდებს შორის, სადაც იმერეთის ნაკრების გარდა მონაწილეობდნენ - აჭარის, სამეგრელოს და გურიის ნაკრებები.
მთელი ტურნირი კარგად ჩაატარა იმერეთის ნაკრებმა, რომელმაც ჯერ სამეგრელოს ნაკრები (7-1), შემდეგ ტურნირის მასპინძლები - გურიის ნაკრები (3-1), ხოლო ბოლო შეხვედრაში აჭარის ნაკრები (7-1) დაამარცხა.
ტურნირის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად დასახელებული იქნა იმერეთის ნაკრების ფეხბურთელი აჩი ჩუბინიძე, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დაისაკუთრა იმერეთის ნაკრების ფეხბურთელმა ავთანდილ ხარძეიშვილმა.
ამრიგად, იმერეთის ნაკრები ევგრაფი შევარდნაძის სახლობის თასის მფლობელი გახდა.
U-10 იმერეთის ნაკრები - ტურნირის გამარჯვებულები:
1. საბა ამაღლობელი („სამტრედია")
2. გიორგი ჩიხლაძე („ტორპედო)"
17. ალექსი ცხვარაძე („სამტრედია")
10. აჩი ჩუბინიძე („სამტრედია")
7.ავთანდილ ხარძეიშვილი („სამტრედია")
13. საბა კაჭარავა („ქუთაისი")
9. საბა სარალიძე („ტორპედო")
11. ირაკლი რაზმაძე („სამტრედია")
12. ლუკა მამასახლისი („ტორპედო")
18. ვაჟა გაგუა („სამტრედია")
16. ლუკა სპირანტი („კომპლ. სპ.სკოლა" სამტრედია)
8. არჩილ ჩხიკვაძე („კომპლ.სპ.სკოლა" სამტრედია)
21.გიორგი ჯიმშელეიშვილი („კომპლ.სპ.სკოლა" სამტრედია)
14. გიგი ქორიძე („სამტრედია")
4. ალექსი ბრეგაძე („ტორპედო")
15.გიორგი ბასილაია („ტორპედო")
6. ნიკოლოზ პეტრიაშვილი („ქუთაისი")
22. ლუკა გიორგაძე („ტორპედო")
მწვრთნელები: ოთარ ზაქარეიშვილი, რაულ ჩიხლაძე
- გადასვლები: 2239