ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2019
დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი V ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.
III ადგილის გამოსავლენად ერთმანეთს შეხვდნენ სიმონეთის „LMNTRIX"" და ბარდუბნის „იმედი", რომელიც დასრულდა „იმედის" გამარჯვებით 6-0.
ამის შემდეგ გაიმართა ფინალური შეხვედრა, ზედა სიმონეთის „მუზეუმი" დაუპირისპირდა ბარდუბნის „მერანს". შეხვედრა დასრულდა „მერანი"-ს გამარჯვებით ანგარიშით 5-0 და დამსახურებულად გახდა ტურნირის გამარჯვებული.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი კახა ჭუმბურიძე, ვიცე პრეზიდენტი ბატონი ნიკოლოზ ჯღარკავა, პირველი ვიცე პრეზიდენტის ასისტენტი სალომე კიკალიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ბონდო სოფრომაძე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ბონდო სოფრომაძემ, ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და ირფფ-ს გენერალუმრა მდივანმა გივი ბაბუნიძემ ისაუბრეს ქართლოს ჭუმბურიძის ღვაწლის შესახებ, მის მიერ გაწეულ ქველმოქმედებებზე, მასზე როგორც გამორჩეულ ორგანიზატორზე და ქართული ფეხბურთის უანგარო მსახურზე.
ამის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.
ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
1.„მერანი“ ბარდუბანი - გარდამავალი თასი, I ადგილის თასი, დიპლომი და მაისურები გადასცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ბონდო სოფრომაძემ და ირფფ-ს პრეზიდენტმა ბატონმა დავით რუხაძემ.
2.„მუზეუმი“ ზედა სიმონეთი - თასი, დიპლომი და მაისურები გადასცა ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ.
3.„იმედი“ ბარდუბანი - თასი, დიპლომი და მაისურები გადასცა ოთარ ჭუმბურიძემ.
4.სიმონეთის „LMNTRIX"-ს გადაეცა მაისურები.
აგრეთვე დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:
1.საუკეთესო ასაკოვანი ფეხბურთელი - თამაზი გვენეტაძე („მერანი")
2.საუკეთესო მეკარე - იაგო გვენეტაძე („მერანი“)
3.საუკეთესო მცველი - იასონ რობაქიძე („იმედი“)
4.საუკეთესო თავდამსხმელი - ლაშა გიორგაძე („მუზეუმი“)
5.საუკეთესო ბომბარდირი - დიმა არეშიძე („მერანი“)
6.საუკეთესო ფეხბურთელი - აკაკი ღვინეფაძე („LMNTRIX")
7.საუკეთესო არბიტრი - მიხეილ კუპატაძე
- გადასვლები: 3309