ტურნირის დასკვნითმა დღემ გამოიწვია დიდი ინტერესი.
მე-3-ე ადგილისთვის, ერთმანეთს შეხვდენენ ეწერის „ეწერი“ და ზედა სიმონეთის „მუზეუმი“ პირველ ტაიმში „ეწერის“ ფეხბურთელებმა, ლადო ხვარეშიამ და დიტო წაქაძემ (ორჯერ) აიღეს „მუზეუმი“-ს კარი, ხოლო მეორე ტაიმში ლადო ხვარეშიამ და შემდეგ შოთა შუღლაძემ დააფიქსირეს საბოლოო შედეგი 5-0 და „ეწერმა“ დაისაკუთრა მესამე საპრიზო ადგილი.
უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა ფინალური შეხვედრა, შარშანდელ ტურნირის გამარჯვებულ ბარდუბნის „მერანს“ და ბარდუბნის „იმედს“ შორის.
„მერანი“ მატჩის მე-12-ე წუთზე დიმა არეშიძის გოლით დაწინაურდა.
მეორე ტაიმში 26-წუთზე ლაშა კეზევაძემ ორამდე გაზარდა ანგარიში.
ინტრიგა შეხვედრაში მეორე ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა, შეხვედრის 36-წუთზე დიმა არეშიძემ საბოლოო წერტილი დაუსვა ამ შეხვედრაში. ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა ბარდუბნის „მერანმა“ და ზედიზედ მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.
ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის VII ტრადიციულ ტურნირს ესწრებოდნენ:
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის I მოადგილე ბ-ნი მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბ-ნი მირ ზა ქოჩიაშვილი, თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორი ბ-ნი ირაკლი ჩხეიძე,
ეწერი, სიმონეთი და სათემოს მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნი გოჩა ვერულაშვილი, უეფას მედია-ოფიცერი ბ-ნი მამუკა კვარაცხელია, ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე.
ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
1. „მერანი” ბარდუბანი - გარდამავალი თასი, I ადგილის თასი და დიპლომი გადასცა ირფფ-ს პრეზიდენტმა ბ-მა დავით რუხაძემ.
2.„იმედი“ ბარდუბანი - II ადგილიოს თასი და დიპლომი გადასცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბ-მა მანუჩარ რობაქიძემ, ასევე მეორე ადგილოსანი სათამაშო ფორმით (კომპლექტი) უეფას მედია-ოფიცერმა ბ-მა მამუკა კვარაცხელიამ დააჯილდოვა. პრიზი ს.კ. „საბურთალო“-მ დააწესა.
3.„ეწერი“ ეწერი - III ადგილის თასი და დიპლომი გადასცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბ-მა მირზა ქოჩიაშვილმა.
აგრეთვე დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:
1. მსაჯები (ბაქარ ბრეგაძე, ნოდარ ფურცხვანიძე, დაჯილდოვდნენ ბურთებით - ბურთები გადასცა ბ-მა ნუგზარ რუსიშვილმა.
2. ასაკოვანი ფეხბურთელი - თამაზ გვენეტაძე, („მერანი“) - პრიზი გადასცა ბ-მა მამუკა კვარაცხელიამ.
3. მაყურებლის სიმპატია - ნიკა გრძელიძე („იმედი“) - პრიზები გადასცა ბ-მა გოჩა ვერულაშვილმა და მამუკა კვარაცხელიამ.
4. საუკეთესო მეკარე - ვაჟა სილაკაძე („მერანი’) - პრიზები გადასცეს ბ-მა ნუგზარ რუსიშვილმა და მამუკა კვარაცხელიამ.
5. საუკეთესო მცველი - იასონ რობაქიძე („იმედი“) - პრიზები გადასცეს ბ-მა რამაზ გურაბანიძემ და მამუკა კვარაცხელიამ.
6. საუკეთესო თავდამსხმელი - ლადო ხვარეშია („ეწერი“) - პრიზები გადასცეს ბ-მა ნუგზარ რუსიშვილმა და მამუკა კვარაცხელიამ.
7. საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ვარდოსანიძე („მერანი“) - პრიზები გადასცეს ბ-მა ირაკლი ჩხეიძემ და მამუკა კვარაცხელიამ.
8. საუკეთესო ფეხბურთელი - ვეფხია კლდიაშვილი („მერანი“) - პრიზები გადასცეს ბ-მა გივი ბაბუნიძემ და მამუკა კვარაცხელიამ.