ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.
დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ : ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე, ირფფ-ს გენერალური მდივანი გივი ბაბუნიძე, ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერი ნუგზარ რუსიშვილი, ირფფ-ს სამსაჯო მენეჯერი გიორგი კიკაჩეიშვილი, ვეტერანი ფეხბურთლები, ბატონები: ავთანდილ წვერავა, ვლადიმერ ჭყონია, გიორგი გოგიაშვილი, დავით ჯანაშია, მიხეილ ჩხარტიშვილი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირის პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთლების დაჯილდოვებაში.
„ავთანდილ წვერავას " სახელობის ტურნირის U-11 (2010 წ.დ) შორის პრიზიორები:
I ადგილი - „სამტრედია" სამტრედია (მწვრთნელები ო. ზაქარეიშვილი, ლ. მეგენეიშვილი)
II ადგილი - „ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელები დ. ჯანაშია, მ. მანაგაძე)
III ადგილი - „იმერი" ქუთაისი (მწვრთნელები გ. გურული, დ. ხაბურძანია)
ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:
1.ტურნირის აღმოჩენა - ალექსი ცხვარაძე („სამტრედია” სამტრედია)
2.მაყურებლის სიმპატია - ალექსი ბრეგაძე („იმერი"ქუთაისი)
3.ტექნიკური ფეხბურთელი- ალექსი გოგიაშვილი („იმერი" ქუთაისი)
4.პერსპექტიული ფეხბურთელი - თემური ნუცუბიძე („ტორპედო" ქუთაისი)
5. საუკეთესო მეკარე - ბესიკ ბებია („სამტრედია" სამტრედია)
6.საუკეთესო მცველი - გიორგი ჩიხლაძე („იმერი"ქუთაისი)
7.საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკოლოზ მანაგაძე („ტორპედო" ქუთაისი)
8.საუკეთესო თავდამსხმელი - ირაკლი კობრავა („ტორპედო" ქუთაისი)
9.საუკეთესო ბომბარდირი - სანდრო შენგელია („სამტრედია" სამტრედია)
10.საუკეთესო ფეხბურთელი - გიგი ხორხომელიძე („მართვე" ქუთაისი)