ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.
დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ : ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე, ირფფ-ს გენერალური მდივანი  გივი ბაბუნიძე, ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერი ნუგზარ რუსიშვილი, ზაურ ტეხოვის შვილები - ზურაბ ტეხოვი, გია ტეხოვი, შვილიშვილი ნიკოლოზ ტეხოვი, ვეტერანი ფეხბურთლები -  გიორგი სუხიაშვილი, გიორგი წიქარიშვილი, ოთარი ვარდანიძე, ჟორა გვაძაბია, გია გორგოძე, ზურაბ იონანიძე, გიორგი გოგიაშვილი,  რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირის პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთლების დაჯილდოვებაში.
 
  „ზაურ ტეხოვის  " ხსოვნისამდი  მიძღვნილი ტურნირის U-14 (2007 წ.დ) შორის პრიზიორები:
 
 I ადგილი - „ტორპედო" ქუთაისი (მწვრთნელი ვ. ჭყონია მ. ხუნდაძე)
 II ადგილი - „სამტრედია“ სამტრედია   (მწვრთნელები ლ. მეგენეიშვილი, ო. ზაქარეიშვილი)
 III ადგილი - „ჩიხურა" საჩხერე  (მწვრთნელები ნ. გოგოლაძე, რ. ხახიშვილი)
 ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:
 
 1.ტურნირის აღმოჩენა - ლაშა მაკასარაშვილი („ჩიხურა” საჩხერე)
 2.მაყურებლის სიმპატია - გიორგი კაპანაძე („ჩიხურა" საჩხერე)
 3.ტექნიკური ფეხბურთელი - საბა  ჩხეტიანი („იმერი" ქუთაისი)
 4.პერსპექტიული ფეხბურთელი - ლუკა რეხვიაშვილი  („ტორპედო" ქუთაისი)
 5. საუკეთესო მეკარე -  დემეტრე მეფარიშვილი („სამტრედია" სამტრედია)
 6.საუკეთესო მცველი - შოთა ხურციძე („მართვე"ქუთაისი)
 7.საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი მანჯგალაძე („სამტრედია" სამტრედია)
 8.საუკეთესო თავდამსხმელი - თამაზი გოლეთიანი („ტორპედო" ქუთაისი)
 9.საუკეთესო ბომბარდირი - ნოდარი ჯავახაძე  („ტორპედო" ქუთაისი)
 10.საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ბენდელიანი  („ტორპედო" ქუთაისი)
 
 

 ქუთაისი, პუშკინის №3
ქუთაისი, პუშკინის №3 
 
