ტურნირის ბოლო დღეს გაიმართა ორი შეხვედრა.
III ადგილი: „ზედა სიმონეთი" ზედა სიმონეთი - „LMNTRIX" სიმონეთი 8-1 (3-0)
ფინალი: „მერანი" ბარდუბანი - „სათემო" ბარდუბანი 1-1 (1-1) ძ.დ. პენ 1-4
ფინალური შეხვედრის წინ უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ დაასაჩუქრა მაისურებით და ბურთებით ქვედა სიმონეთის და ზედა სიმონეთის საჯარო სკოლების პირველკლასელები, რის შემდეგ ბავშვები გაეჯიბრნენ ერთმანეთს ფეხბურთის თამაშში, რისგანაც მიიღეს დიდი სიამოვნება, როგორც ბავშვებმა ასევე სტადიონზე მყოფმა მაყურებელმა.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: სოფელ ბარდუბნის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გოჩა ვერულაშვილი, დეკანოზი მამა ამირან ქარქაშაძე, სათემო უბნის სტადიონის დაამარსებელი ელგუჯა აბულაძე, ქართლოს ჭუმბურიძის მეგობარი ლევან ჯაფარიძე, ქართლოს ჭუმბურიძის უფროსი შვილი კახა ჭუმბურიძე, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით რუხაძე და ირფფ-ს გენერალური მდივანი გივი ბაბუნიძე.
ტურნირში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ირფფ-ს პრ-მა დავით რუხაძემ, დეკანოზმა ამირან ქარქაშაძემ და სხვამ.
მათ ისაუბრეს ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე, ქართლოს ჭუმბურიძის პიროვნების გამორჩეულობაზე, მის ქველმოქმედებასა და ორგანიზატორულ ნიჭზე, მის უანგარო მსახურებაზე ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ. მათ მადლობა გადაუხადეს ტურნირში მონაწილე გუნდებს, გულშემატკივრებს, ტურნირის ორგანიზატორებს და წარმატებები უსურვეს.
ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.
ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
1.„სათემო" ბარდუბანი - I ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასით, I ადგილის თასით, შესაბამისი მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცეს ქართლოს ჭუმბურიძის ვაჟმა კახა ჭუმბურიძემ და უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
2.„მერანი" ბარდუბანი - II ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა ირფფ-ს პრ-მა დავით რუხაძემ.
3.„ზედა სიმონეთი" - III ადგილის მფლობელები დაჯილდოვნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ვერულაშვილმა.
აგრეთვე, დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:
1.მსაჯები - გიორგი სოლოღაშვილი, მიხეილ კუპატაძე, ბექა კუნჭულია დაჯილდოვდნენ ბურთებით - ბურთები გადასცა ირფფ-ს საშეჯიბრო უფროსმა მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა.
2. საუკეთესო მეკარე - ზაზა სამანიშვილი („სათემო") - პრიზი გადასცა ქართლოს ჭუმბურიძის მეგობარმა ლევან ჯაფარიძემ.
3. საუკეთესო მცველი - ვახტანგ ფუტკარაძე („სათემო") - პრიზი გადასცა ირფფ-ს პრ-მა დავით რუხაძემ.
4. საუკეთესო თავდამსხმელი - დათო ვერულაშვილი („ზედა სიმონეთი") - პრიზი გადასცა დეკანოზმა მამა ამირან ქარქაშაძემ.
5. საუკეთესო ბომბარდირი - ლაშა კეზევაძე („მერანი") - პრიზი გადასცა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
6. ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა ცირეკიძე („სათემო") - პრიზი გადასცა ირფფ-ს საშეჯიბრო უფროსმა მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა.
7. საუკეთესო ფეხბურთელი - დიმა არეშიძე („მერანი") - პრიზი გადასცა ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ.
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ - ელგუჯა აბულაძე და ოთარ ჭუმბურიძე - პრიზები გადასცა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2022.
6 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის სათემო უბნის სტადიონზე დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII-ე ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.
- გადასვლები: 931