ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბარდუბანში, რომან ბარდაველიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ზედა სიმონეთში, ზვიად ბაზაძე, ქართლოს ჭუმბურიძის მეგობარი უეფას მედია-ოფიცერი, მამუკა კვარაცხელია, სათემო უბნის სტადიონის დამაარსებელი, ელგუჯა აბულაძე, ქართლოს ჭუმბურიძის უფროსი ვაჟი, კახა ჭუმბურიძე და ირფფ-ს (პრ-ტი დ. რუხაძე) თანამშრომლები.
დავით რუხაძემ, მამუკა კვარაცხელიამ და ქართლოს ჭუმბურიძის უფროსმა ვაჟმა კახა ჭუმბურიძემ, თავიანთ გამოსვლაში მადლობა გადაუხადეს ტურნირში მონაწილე გუნდებს, გულშემატკივრებს, განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ტურნირის ჩატარებას და ორგანიზებულობის სათანადო დონეს.
ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
1.„სათემო" ბარდუბანი - I ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასით, I ადგილის თასით, შესაბამისი მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცეს ქართლოს ჭუმბურიძის ვაჟმა კახა ჭუმბურიძემ და უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
2.„ზედა სიმონეთი" ზედა სიმონეთი - II ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა ირფფ-ს პრ-მა დავით რუხაძემ.
3.„მერცხალი" ბარდუბანი - III ადგილის მფლობელები დაჯილდოვნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა ზვიად ბაზაძემ (მერის წარმომადგენელი სოფელ ზედა სიმონეთში).
აგრეთვე, დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:
1.მსაჯები - ბექა კუნჭულია, მიხეილ კუპატაძე დაჯილდოვდნენ ბურთებით - ბურთები გადასცა ირფფ-ს საშეჯიბრო უფროსმა მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა.
2.ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი ფუტკარაძე („სათემო") - პრიზი გადასცა რამაზ გურაბანიძემ.
3. მაყურებლის სიმპატია - საბა რობაქიძე („ეწერი") - პრიზი გადასცა რომან ბარდაველძემ (მერის წარმომადგენელი სოფელ ბარდუბანში).
4. საუკეთესო მეკარე - ნიკა სულამანიძე („ზედა სიმონეთი") - პრიზი გადასცა ვაჟა სილაკაძემ.
5. საუკეთესო მცველი - საბა ბარდაველიძე („მერცხალი") - პრიზი გადასცა ირფფ-ს პრ-მა დავით რუხაძემ.
6. საუკეთესო თავდამსხმელი - ნიკა ფანჩულიძე („ზედა სიმონეთი") - პრიზი გადასცა დიმა არეშიძემ.
7. საუკეთესო ბომბარდირი - თორნიკე ჭუმბურიძე („სათემო") - პრიზი გადასცა ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ.
8. საუკეთესო ფეხბურთელი - ზაზა სამანიშვილი („სათემო") - პრიზი და ბურთი გადასცა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
ბომბარდირები:
1.თორნიკე ჭუმბურიძე („სათემო") -12
2.ნიკა ფანჩულიძე („ზედა სიმონეთი") -11
3.აკაკი ღვინეფაძე („LMNTRIX") - 7
4.ვახტანგ ფუტკარაძე („სათემო") - 6
5.საბა რობაქიძე („ეწერი") - 6
6. იასონ რობაქიძე („მერცხალი") - 6
7.დიმა არეშიძე („მერანი") - 5
8.ირაკლი ფუტკარაძე („სათემო") -5
დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში 2023.
დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IX ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.
ტურნირის ბოლო დღეს გაიმართა ორი მატჩი
III ადგილისთვის: „ეწერი" ეწერი - „მერცხალი" ბარდუბანი 2-3 (1-2)
ფინალი: „სათემო" ბარდუბანი - „ზედა სიმონეთი" ზედა სიმონეთი 3-3 ძ.დ. პენ. 5-4
ამ მატჩებში მონაწილე გუნდებმა, წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი შოვში ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას.
ფინალური მატჩის დაწყებამდე, ქართლოს ჭუმბურიძის მეგობარმა, უეფას მედია-ოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ, დაასაჩუქრა მაისურებით და ბურთებით ზედა სიმონეთის, ქვედა სიმონეთის და ბარდუბნის საჯარო სკოლების მეორეკლასელები, რის შემდეგ „სახალისო ფეხბურთის" პროგრამით ჩაუტარა ბავშვებს რამოდენიმე ვარჯიში, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
- გადასვლები: 470