საქართველო. ქუთაისი, პუშკინის №3

გიორგი აბზიანიძის სახელობის ტურნირი U-10.

  

21 ნოემბერს დასრულდა ქუთაისის „ტორპედო"-ს ვეტერანი ფეხბურთელის „გიორგი აბზიანიძის" სახელობის ტურნირი  U-10 (2013წ.დ) შორის.

ტურნირი გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით.
ტურნირების ჩატარებას ორგანიზებას უწევდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია.

დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ : ირფფ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დავით რუხაძე, ირფფ-ს გენერალური მდივანი  გივი ბაბუნიძე, ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერი ნუგზარ რუსიშვილი, ირფფ-ს სამსაჯო მენეჯერი გიორგი კიკაჩეიშვილი,  ვეტერანი ფეხბურთელები: გიორგი აბზიანიძე, გიორგი წიქარიშვილი, ვლადიმერ ჭყონია და სხვა. რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირის პრიზიორების და გამორჩეული ფეხბურთლების დაჯილდოვებაში.

ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ, მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე გუნდებს, სკოლებისა და კლუბის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ირფფ-ს თანამშრომლებს  და განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილე ფეხბურთელებს, და წარმატებები უსურვა მათ.  

„გიორგი აბზიანიძის
" სახელობის ტურნირის U-10 (2013 წ.დ) შორის  პრიზიორები:

I ადგილი - „სერვალი" ქუთაისი (მწვრთნელები  ბ. ჩხეტიანი, გ. ციყელაშვილი)
II ადგილი - „მართვე“ ქუთიასი   (მწვრთნელები ა. რევიშვილი, გ. გაბიჩვაძე)
III ადგილი - „სამტრედია" სამტრედია  (მწვრთნელები ლ. მეგენეიშვილი, ო. ზაქარეიშვილი)


ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები:

1.ტექნიკური ფეხბურთელი - ნოდარი ცაგარეიშვილი (მთ. მწვრთნელი ვ. ქანთარია, „ლოკომოტივი" სამტრედია )
2. საუკეთესო მეკარე - ნიკოლოზი გიგანი (მთ.მწვრთნელი ბ. ჩხეტიანი, „სერვალი" ქუთაისი) 
3.საუკეთესო მცველი - ანდრია წოწელია (მთ. მწვრთნელი ლ. მეგენეიშვილი, „სამტრედია"სამტრედია )
4.საუკეთესო ნახევარმცველი - მაკსიმე მანაგაძე (მთ. მწვრთნელი ბ. ჩხეტიანი, „სერვალი"ქუთიასი)
5.საუკეთესო თავდამსხმელი - მათე ბუმბეიშვილი (მთ. მწვრთნელი ა. რევიშვილი, „მართვე" ქუთაისი)
6.საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ხანთაძე (მთ. მწვრთნელი ა. რევიშვილი, „მართვე" ქუთაისი)
7.საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა ბანძელაძე (მთ. მწვრთნელი ბ. ჩხეტიანი, „სერვალი" ქუთაისი )


  • გადასვლები: 385