მესამე ადგილისათვის ერთმანეთს „ზედა სიმონეთის" და „ნახშირღელეს" გუნდები დაუპირისპირდნენ, მატჩის ძირითადი დრო, ფრედ 3-3 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში 4-3 „ზედა სიმონეთის" გუნდმა გაიმარჯვა.
ფინალური მატჩის დაწყებამდე ქართლოსის მეგობარმა, უეფას მედია-ოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ (სფფ-ს პროგრამა „ღია სახალისო ფეხბურთი") ჩაუტარა სახალისო თამაშები ზედა სიმონეთის, ქვედა სიმონეთის და ბარდუბნის პირველ და მეორე კლასელებისთვის და სკოლებს გადასცა ბურთები, მაისურები, და მოსაცმელები.
ამის შემდეგ, გაიმართა ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ტურნირის დებიუტანტი თერჯოლის „MEKA" და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ბარდუბნის „სათემო" შეხვდნენ, დაძაბული და საინტერესო მატჩი დასრულდა ბარდუბნის „სათემო"-ს გამარჯვებით, ანგარიშით 6-3 რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა ქართლოს ჭუმბურიძის თასის მფლობელი.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: ბატონები-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოსო ჩაფიჩაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბარდუბანში, რომან ბარდაველიძე, სათემო უბნის სტადიონის დამაარსებელი ელგუჯა აბულაძე, ქართლოსის უფროსი ვაჟი, კახა ჭუმბურიძე, ქართლოსის მეგობარი უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია, ირფფ-ს (პრეზიდენტი დავით რუხაძე) თანამშრომლები, ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორი, ირაკლი ჩხეიძე „საპოვნელა 2023" თერჯოლას მთ. მწვრთნელი რამაზ გურაბანიძე, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების, მოთამაშეების და მსაჯების დაჯილდოებაში.
ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ, ქართლოსის უფროსმა ვაჟმა, კახა ჭუმბურიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე, ფეხბურთის პოპულარიზაციაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში და ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნის უკვდავყოფაზე, მადლობა გადაუხადეს ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს და გულშემატკივარს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ სათემოს მოსახლეობას, 2025 წლისთვის ახალი სტადიონის მშენებლობას შეჰპირდა, რაც ძალიან გაახარა ადგილობრივი მოსახლეობა და ტურნირში მონაწილე გუნდები.
ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
1.„სათემო" ბარდუბანი - I ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასით, I ადგილის თასით, შესაბამისი მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცეს ირფფ-ს პრ-ტმა დავით რუხაძემ, ქართლოს ჭუმბურიძის ვაჟმა კახა ჭუმბურიძემ.
2.„MEKA" თერჯოლა - II ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, სფფ-ს მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
3.„ზედა" სიმონეთი - III ადგილის მფლობელები დაჯილდოვნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა, ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ.
აგრეთვე, დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:
1.მსაჯები - ზურაბ ვაშაყმაძე, ირაკლი ხეცურიანი დაჯილდოვდნენ ბურთებით - ბურთები გადასცა ირფფ-ს სამსაჯო მენეჯერმა გიორგი კიკაჩეიშვილმა.
2.ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - შაკო ცქიფურიშვილი („სათემო")- პრიზი გადასცა კობა კვატაიამ.(შპს „MEKA"-ს დირექტორი)
3. ტურნირის სტაჟიანი ფეხბურთელი - თაზო გვენეტაძე („სათემო") - პრიზი გადასცა მანუჩარ რობაქიძემ.(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი)
4. საუკეთესო მეკარე - ზაზა სამანიშვილი („სათემო") - პრიზი გადასცა ელგუჯა აბულაძემ. (სტადიონის დამაარსებელი)
5. საუკეთესო მცველი - ბაკური ნიკოლაძე („ნახშირღელე") - პრიზი გადასცა ირფფ-ს პრ-მა დავით რუხაძემ.
6. საუკეთესო თავდამსხმელი - ლუკა აბჟანდაძე („ზედა სიმონეთი") - პრიზი გადასცა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
7. საუკეთესო ბომბარდირი - ზვიად ცერცვაძე („MEKA") - პრიზი გადასცა გიორგი ბარათაშვილმა.(თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე)
8. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ნიკა ღიბრაძე („MEKA") - პრიზი გადასცა რამაზ გურაბანიძემ. („საპოვნელა 2023" მთ. მწვრთნელი)
9.საუკეთესო ასაკოვანი ფეხბურთელი - ზვიად ღვინეფაძე („MEKA") - პრიზი გადასცა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
10.საუკეთესო ფეხბურთელი - ვახტანგ ფუტკარაძე („სათემო") - პრიზი გადასცა ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ.
ბომბარდირები:
1.ზვიადი ცერცვაძე - 9 („MEKA" თერჯოლა)
2.ვახტანგ ფუტკარაძე - 9 („სათემო")
3.გიორგი ღვინეფაძე - 6 („ზედა სიმონეთი")
4.ბაკური ნიკოლაძე -6 („ნახშირღელე")
5.გიორგი ცერცვაძე - 5 („MEKA" თერჯოლა)
6.გიორგი ლანჩავა -4 („ნახშირღელე")
7.გაგა ცაგარეიშვილი 4 („სათემო")
8.ნიკოლოზი ფანჩულიძე 3 („ზედა სიმონეთი")
9.გიორგი ქემოკლიძე - 3 („ზედა სიმონეთი")
დასრულდა ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი X-ე საუბილეო ტურნირი მინი ფეხბურთში 2024.
4 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნისადმი X საიუბილეო ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა.
- გადასვლები: 73