ფინალური მატჩის დაწყებამდე ქართლოსის მეგობარმა უეფას მედია-ოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ (სფფ-ს პროგრამა „ღია სახალისო ფეხბურთი) ჩაუტარა სახალისო თამაშები ზედა სიმონეთის, ბარდუბნის, ქვედა სიმონეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლების, პირველ და მეორე კლასლებს და გადასცა ბურთები, მაისურები და მოსაცმელები.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ: ბატონები-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე, ზვიად ბაზაძე, მეორე მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, ბარდუბნის, ზედა სიმონეთის, ქვედა სიმონეთის და ნახშირღელეს წარმომადგენლები: მურად ვერულაშვილი, მერაბ ბაზაძე, გია ხუჯაძე, ზურაბ ლომთაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ვერულაშვილი, მერიის კულტურის სპორტის სამსახურის უფროსი, მაკა ასათიანი, დეკანოზი ამირან ქარქაშაძე, ელგუჯა აბულაძე, ქართლოსის უფროსი ვაჟი, კახა ჭუმბურიძე, ქართლოსის მეგობარი, უეფას მედია-ოფიცერი, მამუკა კვარაცხელია, ირფფ-ს პრეზიდენტი დავით რუხაძე, ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორი, ირაკლი ჩხეიძე „საპოვნელა 2023" თერჯოლას მთ. მწვრთნელი რამაზ გურაბანიძე, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების, მოთამაშეების და მსაჯების დაჯილდოებაში.
ირფფ-ს პრეზიდენტმა, დავით რუხაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, დეკანოზმა, ამირან ქარქაშაძემ და ქართლოსის უფროსმა ვაჟმა , კახა ჭუმბურიძემ, თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ტურნირის ჩატარების მნიშვნელობაზე, ფეხბურთის პოპულარიზაციაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნის უკვდავყოფაზე.
მადლობა გადაუხადეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერსს ბ-ნ მანუჩარ რობაქიძეს, პირობის შესრულებისთვის, ასევე მადლობა გადაუხადეს ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს და გულშემატკივარს.
ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
1.„ზედა სიმონეთი" ზედა სიმონეთი - I ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ გარდამავალი თასით, I ადგილის თასით, შესაბამისი მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა ირფფ-ს პრ-ტმა დავით რუხაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, ქართლოს ჭუმბურიძის ვაჟმა კახა ჭუმბურიძემ.
2.„ნახშირღელე" ნახშირღელე - II ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ბაზაძემ.
3.„სათემო" ბარდუბანი - III ადგილის მფლობელები დაჯილდოვნენ შესაბამისი თასით, მედლებითა და დიპლომით - პრიზები გადასცა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ვერულაშვილმა, ირფფ-ს საშეჯიბროს მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა.
აგრეთვე, დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც გადაეცათ ინდივიდუალური პრიზები:
1.მსაჯები - ირაკლი კაკაბაძე, ზურაბ ვაშაყმაძე დაჯილდოვდნენ ბურთებით - ბურთები გადასცა ირფფ-ს საშეჯიბრო მენეჯერმა ნუგზარ რუსიშვილმა.
2.საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლუკა აბჟანდაძე („ზედა სიმონეთი")- პრიზი გადასცა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ლანჩავამ.
3. მაყურებლის სიმპატია - დავით კავაძე („სათემო") - პრიზი გადასცა ელგუჯა აბულაძემ და რომან ბარდაველიძემ (მერის წარმომადგენლის ასისტენტი ბარდუბანში)
4. საუკეთესო მეკარე - ლევან ბიწაძე („ზედა სიმონეთი ") - პრიზი გადასცა ზაზა საპანაძემ. (ბარდუბნის სპორტის მასწავლებელი)
5. საუკეთესო მცველი - თორნიკე ვირსალაძე („ნახშირღელე") - პრიზი გადასცა მერაბი ბაზაძემ (მერის წარმომადგენელი ზედა სიმონეთში)
6. საუკეთესო ნახევარმცველი - კობა ხუჯაძე („ნახშირღელე") - პრიზი გადასცა ირაკლი ჩხეიძემ ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორი).
7. საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი ლანჩავა („ნახშირღელე") - პრიზი გადასცა რამაზ გურაბანიძემ („საპოვნელა 2023" თერჯოლას მთ. მწვრთნელი)
8.საუკეთესო ბომბარდირი - ვახტანგ ფუტკარაძე („სათემო") - პრიზი გადასცა უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.
9.საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკა ვერულაშვილი („ზედა სიმონეთი") - პრიზი გადასცა ირფფ-ს გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ.