ირფფ-ს რიგით მე-5 პრეზიდენტი დავით რუხაძე გახდა
ირფფ-ს რიგით მე-5 პრეზიდენტი დავით რუხაძე გახდა.
მან საფეხბურთო კარიერა ქუთაისის "ტორპედოს" დუბლებში დაიწყო და იმ დროს სსრკ-ის ასაკობრივი ნაკრების წევრიც იყო. შემდეგ, თამაშობდა "მეშახტეში", "საპოვნელაში", სამტრედიის "ლოკომოტივში".
ეროვნული ჩემპიონატის საწყის წლებში ხობის "კოლხეთში, ჭიათურის "მაღაროელში", ბოლნისის "სიონში" და მშობლიურ "ტორპედოში" ითამაშა, ასევე თამაშობდა საზღვარგარეთაც. კერძოდ, გამოდიოდა: უკრაინულ "დესნასა" და ეკატერინბურგის "ურალმაში" (ახლანდელი "ურალი").
რაც შეეხება მწვრთნელობის პერიოდს, 1998-2010 წლებში დავით რუხაძე ქუთაისის "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მთავარი მწვრთნელი იყო და ასევე, ხელმძღვანელობდა იმერეთის ნაკრებს, შემდეგ კი 5 წლის განმავლობაში ტყიბულის "მეშახტეს" თავკაცობდა.
ირფფ-ს პრეზიდენტის პოსტზე მისი კონკურენტები იყვნენ იმ დროისთვის მოქმედი პრეზიდენტი, ვალერი მანაგაძე და "ტორპედოს" ყოფილი კაპიტანი, შოთა ოქროპირაშვილი.
ვალერი მანაგაძემ ყრილობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
არჩევნებზე დავით რუხაძემ დელეგატთა 9 ხმა მიიღო, შოთა ოქროპირაშვილმა კი - 5 ხმა.
შესაბამისად, ირფფ პრეზიდენტი დავით რუხაძე გახდა.